პოლიტიკასხვადასხვა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: ბერლინი უკრაინის სწრაფ დამარცხებას უჭერდა მხარს

0

CNN Portugal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერსპექტივას უარყოფდა, გერმანია კი კონფლიქტის გაჭიანურების აღსაკვეთად უკრაინის სწრაფ დამარცხებაში ხედავდა გამოსავალს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულებები რადიკალურად განსხვავდებოდა, სანამ რუსეთი 24 თებერვალს უკრაინის საზღვარს გადაკვეთავდა.
„რაღაც ეტაპზე გერმანელებს მიაჩნდათ, რომ თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა, რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანდა, მაშინ უკეთესი იქნებოდა, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულებულიყო და უკრაინა დაცემულიყო – განაცხადა ჯონსონმა და იქვე დასძინა. – „ამ მიდგომას ეკონომიკური მიზეზებით განმარტავდნენ“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 24 თებერვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ვლადიმირ პუტინს კრემლში ეწვია და ცდილობდა უკრაინაში შეჭრის განზრახვაზე უარის თქმაში დაერწმუნებინა.
ჯონსონმა უკრაინაში შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით იტალიის პირველი გამოხმაურებაც გააკრიტიკა. მან ჟურნალისტ რიჩარდ ქუესთს განუცხადა, რომ იტალიის მთავრობამ, რომელსაც იმჟამად მარიო დრაგი ხელმძღვანელობდა, „რაღაც ეტაპზე უბრალოდ განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერდნენ ჩვენს პოზიციას“, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იტალია „დიდად“ არის დამოკიდებული რუსულ ორგანულ ნაერთებზე.
CNN საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებს დაუკავშირდა. დრაგის ბიურომ კი, კომენტარის გაკეთებას თავი აარიდა.
ჯონსონის თქმით, როდესაც კრემლი თებერვალის მიწურულს უკრაინაში შეიჭრა, ევროპაში დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა.