პოლიტიკასხვადასხვა

ბრაიტონის უნივერსიტეტი თანამშრომლებს მოუწოდებს აღარ გამოიყენონ სიტყვა „შობა“, რადგან იგი ზედმეტად „ქრისტიანულია“

0

ბრაიტონის უნივერსიტეტი თანამშრომლებს მოუწოდებს აღარ გამოიყენონ სიტყვა „შობა“, რადგან იგი ზედმეტად “ქრისტიანულია“ და ამის ნაცვლად იგი “ზამთრის დასვენების პერიოდის” სახელით მოიხსენიონ

ბრაიტონის უნივერსიტეტი: ‘შობა’ ძალიან ‘ქრისტიანულად ჟღერს’
ბრაიტონის უნივერსიტეტმა თანამშრომლებს ურჩია, რომ სიტყვა „შობის“ თქმისგან თავი შეიკავონ და მას „ზამთრის დახურვის პერიოდი“ უწოდონ. ცხრაგვერდიან დოკუმენტში (Inclusive language guidance), რომელიც უნივერსიტეტის ლექტორებს დაეგზავნათ, ნათქვამია, რომ  სიტყვა ‘შობა’ ძალიან ‘ქრისტიანულად ჟღერს’.
ასევე თანამშრომლებს ურჩევენ, რომ სტუდენტრებს არ კითხონ „რა არის თქვენი ქრისტიანული სახელი?“ თუმცა შეიძლება ჰკითხონ „რა გქვიათ?“

ინსტრუქციის თანახმად, ადამიანები ასაკის მიხედვით არ უნდა განაზოგადონ. არ უნდა თქვან „ათასწლოვანი ფიფქები“ ან „მოხუცებს ტექნოლოგიების მოხმარება არ შეუძლიათ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანამშრომლებს ‘უფლება აქვთ’ გამოიყენონ „ინკლუზიური ენა დამაჯერებლად და ეფექტურად, რათა სტუდენტებმა და თანამშრომლებმა თავი დაცულად, დაფასებულად და პატივცემულად იგრძნონ“.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „ენასა და მნიშვნელობას იმ კულტურაში გაბატონებული ნორმები განაპირობებენ, რომელშიც ისინი არსებობენ. გავრცელებული შეხედულებები, დამახინჯებული წარმოდგენები და სტერეოტიპები გამჯდარია ურთიერთობის ფორმებში და ეს ფაქტორები ზოგჯერ აისახება – შეგნებულად ან შეუგნებლად – იმ ენაში, რომელსაც სხვებთან ურთიერთობისას და მიმართვისას ვიყენებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა – როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი – შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მაშინაც კი, როცა ამის განზრახვა არ გვაქვს“.

‘თავისუფლების ასოციაციის’ ხელმძღვანელმა, ენდრიუ ალისონმა, განაცხადა: „უნივერსიტეტებში იდეებს თავისუფლად უნდა განიხილავდნენ. ეს ორუელიანი და სასაცილოა. თანამშრომლებმა და სტუდენტებმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციონ და შობა მხიარულად გაატარონ“.

ბრაიტონის უნივერსიტეტის პრესმდივანმა MailOnline-ს განუცხადა: „ეს სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენმა თანამშრომლებმა და სტუდენტებმა შეიმუშავეს, ჩვენი საერთო ვალდებულების ნაწილია, რათა ბრაიტონი იმ ადგილად ვაქციოთ, სადაც ყველა პატივცემულად და დაფასებულად იგრძნობს თავს“.

„ბრაიტონში სიტყვები, მათ შორის შობა არ ‘იკრძალება’. ამას ის დეკორაციები და ნაძვის ხეებიც ადასტურებენ, რომლებსაც ჩვენს შენობებში და ჩვენი კამპუსების გარშემო მოჰკრავთ თვალს“.

წყარო: https://is.gd/m2u3rZ