პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

ბლინკენი თანახმაა, რომ რუსეთზე თავდასხმებისას ამერიკული რაკეტები გამოიყენონ

0

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია გამოიყენებს თუ არა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმებისას. ამ პოლიტიკას ვაშინგტონისა და მოსკოვის უშუალო შეტაკებამდე მივყავართ.

სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას „არმიის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს“ (ATACMS) გადასცემს, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 190 მილია.

ABC-ის პოლიტიკურ გადაცემა This Week-ში სიტყვით გამოსვლისას ბლინკენს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იმას, რომ უკრაინამ რუსეთის  სიღრმეში იერიშების მიტანისას ATACMS-ები გამოიყენოს. სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: „ეს მათ უნდა გადაწყვიტონ  და არა ჩვენ“.

როდესაც ბლინკენს რუსეთის სიღრმეში დრონებით გახშირებული თავდასხმების შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პირველმა დიპლომატმა უპასუხა, რომ ვაშინგტონი „მხარს არ უჭერს“ ან „მწვანე შუქს არ უნთებს“ ამ ოპერაციებს.

ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა ჟურნალმა „ეკონომისტმა“ (The Economist) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთზე დრონებით თავდასხმებისას უკრაინელები ხშირად დასავლელი მხარდამჭერების მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას იყენებენ.

ომის გაჭიანურების კვალდაკვალ ბაიდენის ადმინისტრაციას სულ უფრო და უფრო ნაკლებად აშფოთებს რუსეთის სიღრმეში უკრაინელთა მიტანილი იერიშები, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ რუსეთს ამ თავდასხმების საპასუხოდ შეიძლება NATO-ს რომელიმე წევრი ქვეყანა ამოეღო მიზანში.

შეერთებულმა შტატებმა ასევე უგულებელყო რუსეთის განცხადებები, რომ უკრაინას გრძელი რადიუსის რაკეტები არ მიაწოდონ, რადგან ეს მოსკოვისთვის „წითელი ხაზია“. აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც ABC-ის ესაუბრა, ATACMS-ების გაგზავნა „მოსალოდნელია“.

https://caitlinjohnstone.com.au/2023/09/11/blinken-us-does-not-oppose-ukrainian-attacks-inside-russia-with-us-supplied-missiles/

https://abcnews.go.com/Politics/us-send-long-range-atacms-missiles-ukraine-time/story?id=103031722