პოლიტიკასხვადასხვა

ბლექროკის რეკრუტერი: სენატორებს 10 ათას აშშ დოლარად იყიდი, ომს „ბიზნესისთვის ფინანსური სარგებელი მოაქვს“

0

21 ივნისი, 2023 წ.

ჯეიმს ო’კიფის ფარულმა მედიაორგანიზაციამ ამერიკული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ბლექროკის“ რეკრუტერს რამდენიმე ძალიან არასასიამოვნო აღიარება დასტყუა.

ფარულ ჩანაწერში რეკრუტერი სერჯ ვარლეი ამბობს, რომ „ბლექროკს“ მსოფლიოს მართვა შეუძლია და უფრო ადვილია მაქინაციების განხორციელება მაშინ, როცა „ადამიანებს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ“.

ვარლეის თქმით, ამერიკელ სენატორებს სულ რაღაც 10 ათას აშშ დოლარად „იყიდი“.

„შეგიძლიათ დიდი თანხა აიღოთ და ხალხი იყიდოთ, მე კომპანია „ბლექროკში“ ვმუშაობ… მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პრეზიდენტი, მთავარია ვინ აკონტროლებს მის საფულეს. შეგიძლიათ თქვენი კანდიდატები იყიდოთ. პირველი, სენატორები ძალიან იაფფასიანები არიან. მათ 10 ათას აშშ დოლარად იყიდი. 500 ათას აშშ დოლარს მოგცემთ და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს, ყველა მათგანი ჯიბეში მიზის“.

როგორც ჩანს, „ბლექროკისთვის“ უკრაინის ომი მისაღებია, რადგან ვარლეის თქმით, მას „ბიზნესისთვის ფინანსური სარგებელი მოაქვს“.

„ბიზნესისთვის უკრაინა ნამდვილად მიმზიდველია, იცით, ხომ? რუსეთი უკრაინაში მარცვლეულის შესანახ საწყობებს ანადგურებს და ხორბლის ფასი კატასტროფულად გაიზრდება. უკრაინის ეკონომიკა საერთაშორისო ხორბლის ბაზართან არის დაკავშირებული. პური გაძვირდება. ეს ფანტასტიკურია, თუ კომერციით ხართ დაკავებული. არასტაბილურობა ფინანსური მოგების საწინდარია“.

Post Millennial-ის ინფორმაციით, ვარლეის თავი იმ ადამიანად მიაჩნია, რომელიც „ადამიანების ბედს წყვეტს“.

„ყოველდღე ვწყვეტ, თუ როგორ წარიმართება ვიღაცის ცხოვრება. ფინანსისტი არ ვარ, თუმცა ვიცი რაც ხდება, რადგან იმ ადამიანების გადაბირება მევალება, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული“.

ვარლეის თქმით, მსოფლიოს ბანკები მართავენ, რადგან „თქვენ ყიდულობთ ნივთებს. აბანდებთ კაპიტალს, ყიდულობთ და აგრძელებთ ყიდვას. გამომუშავებულ თანხას ხარჯავთ და ყიდულობთ მეტს. გარკვეულ მომენტში თქვენი რისკის დონე ძალიან დაბალია. წარმოიდგინეთ, რომ კაპიტალი 10 სხვადასხვა სამრეწველო დარგში დააბანდეთ. თუ ერთ-ერთი მათგანი მომგებიანი არ აღმოჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს, დანარჩენი ცხრა დარგი მოგიტანთ ფინანსურ სარგებელს“, − ნათქვამია Post Millennial-ის სტატიაში.

წყარო 1: https://www.zerohedge.com/political/blackrock-recruiter-claims-senators-can-be-bought-10k-war-good-business-okeefe

წყარო 2: https://thepostmillennial.com/breaking-james-okeefe-exposes-blackrock-recruiter-bragging-about-deciding-peoples-fate-saying-war-is-good-for-business?utm_campaign=64466