არქივიდანსხვადასხვა

ბერნი სანდერსი – უკრაინასთან მიმართებაში, ლეგიტიმურია რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები

0

დემოკრატი სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბერნი სანდერსი ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე ამბობდა, რომ უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის ინტერესები ლეგიტიმურია.
“იმ შემთხვევაშიც, რუსეთს რომ არ მართავდეს ისეთი კორუმპირებული, ოლიგარქიული და ავტოკრატული ხელისუფალი, როგორიც არის პუტინი, ბუნებრივია რომ რუსეთს, ამერიკის მსგავსად მაინც ექნებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები მეზობელ ქვეყნებში.
მინდა, რომ ხალხი ამაზე დაფიქრდეს. საინტერესოა, ვინმეს თუ სჯერა, რომ აშშ არაფერს იტყოდა იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მექსიკა, კუბა თუ კიდევ რომელიმე ცენტრალური ან ლათინური ამერიკის ქვეყანა დააპირებდა სამხედრო ალიანსის შექმნას ამერიკის მტრებთან?
როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? გამოვიდოდნენ კონგრესის წევრები და იტყოდნენ – დიახ, მექსიკა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება ისე მოიქცეს როგორც სურს?! რატომღაც ეჭვი მეპარება, რომ ასე ყოფილიყო” განაცხადა ბერნი სანდერსმა 2022 წლის 8 თებერვალს.