ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლიუდივინ დედონდერმა, RTL info-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მის ქვეყანას შეიარაღებაში ვარგისი ტანკები არ ჰყავს, რომელთა უკრაინაში გაგზავნაც შესაძლებელი იქნება.ბელგიის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისეთი სამხედრო ტექნიკა, როგორიცაა ტანკები, მრავალი წლის წინ ამოიღეს შეიარაღებიდან. იმხანად ბრიუსელში ჩათვალეს, რომ ქვეყანას საომარ მოქმედებებისას ტანკები აღარ დასჭირდებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ისინი სახმელეთო ჯარების ბალანსიდან ამოეღოთ.დედონდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძველი ტანკები კერძო კომპანიების განკარგულებაშია და საწყობში აყენია. ეს კომპანიები მზად არიან, რომ ისინი სახელმწიფოს მიჰყიდონ და თითო საბრძოლო მანქანაში 500 ათასი ევრო მიიღონ. საინტერესოა, რომ ეს ტანკები მათ 10-15 ათას ევროდ გადაეცა. ამგვარად, კომერსანტები კარგ სარგებელს მიიღებენ თუ ბელგიის თავდაცვის სამინისტრო მათ გამოსყიდვას გადაწყვეტს.არის კიდევ ერთი პრობლემა – ათი ან მეტი წლის განმავლობაში ეს ტანკები ანგრებში ეყენა. ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ უვლიდნენ და არც სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარებიათ. შესაბამისად, სამხედრო უწყებამ ეს ტანკები „კერძო მოვაჭრეებისგან“ რომც შეისყიდოს, მათ საბრძოლო მოქმედებაში მოყვანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.მანამდე ბელგიის მეზობელმა ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ უკრაინაში „ლეოპარდების“ გაგზავნა სურდა. ამ გერმანული საბრძოლო ტანკების გაგზავნის შესახებ მზადყოფნა გამოაცხადეს პოლონეთმა, შვედეთმა, ფინეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ.
წყარო: https://is.gd/ubKXOU