პოლიტიკასაზოგადოებასხვადასხვა

Balenciaga, ბორემანსი და ბავშვების მიზანმიმართული სექსუალური ექსპლუატაცია

0

Balenciaga-მ ბავშვები სექსუალური ხასიათის რეკლამაში გამოიყენა

ეპატაჟით ცნობილმა მოდის სახლმა, საჩუქრების ხაზის რეკლამაში გამოიყენა მცირეწლოვანი გოგონები, რომლებსაც ხელში უჭირავთ ე.წ. BDSM (სადო-მაზოხისტური) სექსუალური დანიშნულების ატრიბუტიკით (ტყავის საყელო, ხელის და ფეხის ტყავისა და რკინის სამაჯურები და ა.შ.) შემოსილი სათამაშო დათუნიები.
აღნიშნულ სარეკლამო კამპანიაში, მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა შემაშფოთებელი. როგორც ჩანს, ავტორებს სიღრმისეულად ჰქონდათ გათვლილი გარყვნილებაში ბავშვების მონაწილეობა და ამ თემის ნორმალიზაცია, რადგან რეკლამაში ერთ-ერთ ფოტოზე შეფარულად, მაგრამ დაკვირვების შემთხვევაში ადვილად ამოსაცნობად, დატანილია სასამართლო დოკუმენტი – “ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის” შესახებ.

ამასთან, ბრენდის კამპანიის ერთ-ერთ ფოტო-კადრში ჩანს წითური ქალი ნიუ-იორკის ხედის ფონზე, მაიკლ ბორემანსის წიგნით ხელში, რომელშიც ბავშვთა შიშველი სხეულებია გამოსახული.

თავისმხრივ ბორემანსი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს პედოფილიისა და კანიბალიზმის თემებს, მის ნახატებში ჭარბობს სისხლი, ცეცხლი, ადამიანის ხორცი, შიშველი ბავშბები, უსახო ადამიანები და ა.შ.

როგორც ჩანს Balenciaga-ს მოდის სახლის ინსპირაციის წყარო სწორედ ბორემანსის “შემოქმედებაა” და ამიტომაც მოხვდა მისი წიგნი სარეკლამო კამპანიაში.

საინტერესოა, რაში დასჭირდათ ავტორებს ზემოთ აღნიშნული სასამართლო დოკუმენტის ან ბორემანსის წიგნის ინტეგრირება რეკლამაში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები მონაწილეობენ, ან რისი თქმა სურდათ ამით?!

კითხვაზე პასუხს მივიღებთ თუ გადავხედავთ ნეო-ლიბერალურ კამპანიას, რომლის მიხედვითაც ბავშვთან სექსუალური კავშირი პედოფილიად და დანაშაულად აღარ უნდა მიიჩნეოდეს და ასეთ ადამიანებს უნდა ვუწოდოთ – „პირი, რომელსაც ბავშვები იზიდავს”, რადგან პედოფილი ზედმეტად დისკრიმინაციულად ჟღერს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, გასაგები ხდება, რომ Balenciaga-ს უკანასკნელი კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა – ბავშვების სექსუალური ექსპუატაცია და ბავშვთან გარყვნილი ურთიერთობა ნორმად უნდა ჩაითვალოს! ეს არის დიდი და კომპლექსური იდეოლოგიური ხაზის გაგრძელება, რომელიც მძვინვარებს ამერიკაში და რასაც უამრავი ადამიანი უპირისპირსდება. ბავშვებში სქესის არჩევის დაშვება, აბორტების დაკანონება და სხვა საკითხები იყო ამერიკაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განმასხვავებელი წითელი ხაზი.

რაც შეეხება Balenciaga-ს, აღნიშნული კამპანიის გამო, მოდის სახლს სოციალურ მედიაში კრიტიკა დაატყდა და ბრენდი მისმა სახეებმა და აქტიურმა მხარდამჭერებმაც კი გააკრიტიკეს. მართალია, კომპანიამ ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მთელი პასუხისმგებლობა ფოტოგრაფს დააკისრა, რაც თავშივე ნაკლებსავარაუდო იყო, რომ მსგავსი მასშტაბის კამპანიის შინაარსი მხოლოდ ერთი ფოტოგრაფის იმპროვიზაცია ყოფილიყო. მართლაც, არ დააყოვნა ფოტოგრაფის პასუხმაც, სადაც მან სრულად მოიხსნა პასუხისმგებლობა აღნიშნულ მასალაზე და განმარტა, რომ მას ევალებოდა გადასაღები მოედნის განათება, ხოლო კომერციული გადაღებისას კამპანიის მიმართულება, ისევე როგორც აღსაბეჭდი ობიექტების შერჩევა, ფოტოგრაფის კომპეტენციას სცდება.

საგულისხმოა, რომ ამ თემას გვერდი აუარა ლიბერალურმა მეინსტრიმ-მედიამ, მეტიც, როგორც Fox News-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი საკუთარ გადაცემაში ამბობს, ისინი იმ ადამიანებს ლანძღავენ, ვინც შეშფოთებულია ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებით. “არც ერთი რეპორტაჟი, არც ერთი მცდელობა გამოეძიებინათ ბავშვების გამოყენება სექსუალური ხასიათის რეკლამაში, პირიქით ისინი აწყობენ სატელევიზიო შოუებს, სადაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ადამინებს, ვისაც გვაწუხებს ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის ნორმად შემოთავაზება” – ამობს ტაკერ კარლსონი.