ბაიდენს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ელონ მასკს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშ მოვლენად?პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ უნდა შეისწავლონ მასკის მიერ ტვიტერის შესყიდვის საქმე და მისი ტექნიკური კავშირები უცხო ქვეყნებთან. ბაიდენს არ განუმარტავს რა უდევს საფუძვლად მის ამ განცხადებას ან კონკრეტულად რა დარღვევას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი მასკის მხრიდან.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა: ხედავს თუ არა ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, მასკის მიერ, უცხო ქვეყნებთან (მაგ:საუდის არაბეთი) პარტნიორობით, ტვიტერის შესყიდვაში.
პასუხის გაცემისას ბაიდენი რამდენჯერმე შეყოვნდა, შემდეგ გაიღიმა და თქვა, რომ მასკის კავშირები თუ ტექნიკური თანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან ყურადღებას იმსახურებს და შესწავლას საჭიროებს.
“მე არ ვიცი არის თუ არა ამაში რაიმე დარღვევა, მაგრამ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს” – თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ მასკმა ტვიტერი ოქტომბრის მიწურულს შეისყიდა. როგორც კი, მართვის სადავეები გადაიბარა, მან დაითხოვა მენეჯმენტის მაღალი რგოლი და წამოიწყო სტრატეგიული ცვილებების განხორციელება.