პოლიტიკასხვადასხვა

ბაიდენის ოჯახთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

0

ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარე ჯეიმს ქომერმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰანტერ ბაიდენს და სულ მცირე, მის ორ ნათესავს პრეზიდენტის შვილის პარტნიორმა 1.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა. ჰანტერი ჩინურ ენერგეოკომპანიასთან იყო დაკავშირებული.
სავარაუდოდ, მათ ფული მას შემდეგ გადაუხადეს, რაც 2017 წლის მარტში უმცროსი ბაიდენის პარტნიორს, რობ უოკერს, ჩინურმა ენერგოკომპანიამ 3 მილიონი აშშ დოლარი გაუგზავნა. ეს კომპანია იმ კომპანიასთან იყო დაკავშირებულია, რომელთანაც უმცროს ბაიდენს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. 1.3 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს ჰანტერ ბაიდენმა, მისმა ბიძამ ჯეიმს ბაიდენმა და ჰანტერის ძმის, ბო ბაიდენის, ქვრივმა, ჰალი ბაიდენმა, განაცხადა ჯეიმს ქომერმა.
„გაუგებარია, რა სახის მომსახურებისთვის გადაიხადეს ეს ზედმეტი თანხა“, – დასძინა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წლის წინ გახდა ცნობილი 3 მილიონი აშშ დოლარისა და ჰანტერ ბაიდენისთვის გადახდილი თანხის შესახებ, ქომერის მემორანდუმში ხაზგასმულია ის, რასაც კომიტეტმა უწოდა „ახალი მტკიცებულება“, რომელიც სასამართლოს მიერ მოთხოვნილი უოკერის საბანკო ჩანაწერებით მოიპოვეს. ამ ჩანაწერებით გამოაშკარავდა, რომ 2017 წელს ჰალი ბაიდენს ორჯერ გადაუხადეს ფული, საერთო ჯამში 35 ათასი აშშ დოლარი.
„კომიტეტი შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ამ საბანკო ჩანაწერებებით გამოაშკარავდა“, მათ შორის „რატომ მიიღო ჰალი ბაიდენმა, რომელიც, როგორც ცნობილია, სკოლის კონსულტანტად მუშაობს, ფული უოკერის კომპანიისგან“, ნათქვამია მემომრანდუმში.
2019 წელს ჰანტერ ბაიდენმა „ნიუ იორკერთან“ (The New Yorker) ინტერვიუში აღიარა, რომ ამ პერიოდში ჰალი ბაიდენთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.
ჰანტერ ბაიდენის იურიდიული გუნდის პრესსპიკერმა კომენტარებს ხუთშაბათს ღამით უპასუხა.
„ჰანტერ ბაიდენი, რომელიც კერძო პირია და საკუთარი ბიზნესის წარმოების უფლება აქვს, ჩინეთში კერძო ლეგიტიმურ ენერგოკომანიასთან ერთად ერთობლივი საწარმობს განსახორციელებლად რამდენიმე ბიზნესპარტნიორს შეუერთდა. როგორც ამ ერთობლივი საწარმოს წევრმა, ჰანტერმა პატიოსანი საწყისი კაპიტალიდან თავისი წილი მიიღო, რომელიც ბიძას, ჯეიმს ბაიდენს, და ჰალი ბაიდენს გაუნაწილა, რომლებთანაც იმ პერიოდში საქმიანობდა და ხარჯები გაანაწილა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
„რესპუბლიკელი ქომერის მიერ ასე დრამატულად ჩამოთვლილი ანგარიშები ეკუთვნოდა ჰანტერს, მის ბიძას და ჰალის – სხვას არავის“.
ქომერის თქმით, მისი კომიტეტი „შეშფოთებულია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იმ შედეგებით, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახის წევრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მილიონობით აშშ დოლარი მიიღეს. კომიტეტი გაჰყვება ფულის კვალსა და ფაქტებს, რათა დაადგინოს კომპრომეტირებული ხომ არ არის პრეზიდენტი ბაიდენი თავისი ოჯახის წევრების ბიზნესსქემების გამო და რისკის ქვეშ ხომ არ დგას ეროვნული უსაფრთხოება“.

წყარო: https://is.gd/kbcUwO