პოლიტიკასხვადასხვა

ბაიდენი: უკრაინელებს საბრძოლო მასალები ეწურებათ

0

„უკრაინას იმ ნაგავს ვუგზავნით, რაც ჩვენ არ გვჭირდება“

10 ივლისი, 2023 წ.

ქვემოთ მოცემულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის მნიშვნელოვანი აღიარება. ბაიდენმა ამის შესახებ ჟურნალისტს მას შემდეგ განუცხადა, რაც მწვავე შეკითხვები დაუსვეს თეთრი სახლის საკამათო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკრაინისთვის კანონით აკრძალული კასეტური ბომბების გაგზავნას უკავშირდება.

პარასკევს ბაიდენმა „სიენენის“ (CNN) ჟურნალისტ ფარიდ ზაქარიას განუცხადა, რომ იარაღის გაგზავნა აუცილებელია, რადგან კიევს 500-დღიანი ომის შემდეგ „საბრძოლო მასალები ეწურება“, რაც შაბათს კიდევ უფრო ცხადი გახდა.

„რთული გადაწყვეტილება მივიღე. სხვათა შორის, ეს საკითხი ჩვენს მოკავშირეებსა და კაპიტოლიუმში ჩვენს მეგობრებთანაც განვიხილე. უკრაინელებს საბრძოლო მასალები ეწურებათ“, − აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ერთმა ცნობილმა გეოპოლიტიკურმა მიმომხილველმა შენიშნა, რომ…

„ვინც ამბობს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების არმიას მარაგები ამოეწურა, სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინას ჩვენს ძველ ნაგავსა და მარაგებს ვუგზავნით, რომლებიც გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ბოლოდან შემოგვრჩა“.

სამხედრო ანალიტიკოსმა განაგრძო: „მათ ძველ კასეტურ საბრძოლო მასალებს ვაძლევთ, რომლებსაც აფეთქების მაღალი კოეფიციენტი აქვთ. მათ იმ ნაგავს ვუგზავნით, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ისინი რუსეთს საჰაერო მხარდაჭერის გარეშე და ძველი, დაზიანებული საბრძოლო ტექნიკით ებრძვიან. გასაკვირი არ არის, რომ აგებენ“.

მართლაც, უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის შესახებ ახალი ამბების ტირაჟირება, რაც გასულ თვეს დიდი მოლოდინის შემდეგ დაიწყო, მცირდება, რადგან უკრაინელთა საბრძოლო მოქმედებების შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება.

ბოლო დროს თავად ზელენსკიმაც აღიარა, რომ „მოსალოდნელზე უფრო ნელა“ შეუტიეს და ფრონტის ხაზზე ყველაფერი კვლავ ჩიხში დარჩა. რუსეთში „ვაგნერის“ ამბოხებამ ბრძოლის ველზე უკრაინელებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა.

კიევი იმედს არ კარგავს, რომ დასავლეთი F-16-ებს გაუგზავნის, თუმცა იმ დროისთვის, როცა ეს რეალურად მოხდება და უკრაინელი მფრინავების მომზადების ხანგრძლივი და რთული პროცესი დასრულდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა უკრაინელებისთვის ხელსაყრელი იქნება.

https://www.zerohedge.com/geopolitical/biden-ukrainians-are-running-out-ammunition

https://edition.cnn.com/2023/07/07/politics/joe-biden-cluster-munitions-ukraine/index.html