G20-ის სამიტზე მყოფმა ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, NATO-ს წევრი სახელმწიფოების და “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერების საგანგებო სხდომა მოიწვია.
რეპიორტიორებთან საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა: “რაკეტების ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი რუსეთიდან ისროლეს, თუმცა ეს საჭიროებს მოკვლევას.”
მედიასთან კონფიდენციალურ საუბარში, აშშ-ს წარმომადგენელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რაკეტები უკრაინის მიერ იქნა გაშვებული, რუსეთის თავდასხმის მოგერიების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ არც “პენტაგონში” გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს, ცნობები პოლონეთში ნაპოვნი რაკეტების რუსული წარმომავლობის შესახებ.
გუშინ, გვიან საღამოს გავრცელდა არაოფიციალური ცნობები, რომ რუსული რაკეტების აფეთქებას პოლონეთის ტერიტორიაზე ორი ადამიანის სიცოცლხე ემსხვერპლა.
პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.