პოლიტიკასხვადასხვა

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა

0

„ფრონტის ხაზზე და სიღრმეში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე პუნქტები, ასევე საბრძოლო სისტემები და სამხედრო ობიექტები.

ვიმეორებთ, ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს ვანადგურებთ.

ამ აქტივობების შესახებ საქმის კურსში არიან რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

https://mediamax.am/en/news/karabakh/52536/