მთავარი ამბავი

ახალი წევრებით გაძლიერებული BRICS-ი მსოფლიო მოსახლეობის 46 პროცენტსა და გლობალური მშპ-ის 37 პროცენტს შეადგენს

0

BRICS-ის ახალი შემადგენლობა მსოფლიო ნავთობის 80 პროცენტს გააკონტროლებს…

27 აგვისტო, 2023 წ.

2024 წლის იანვრიდან არგენტინა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ ეკონომიკური ბლოკის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

ახალი წევრებით გაძლიერებული BRICS-ი მსოფლიო მოსახლეობის 46 პროცენტსა და გლობალური მშპ-ის 37 პროცენტს (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) შეადგენს.

BRICS-ში აფრიკის კონტინენტი ორი ახალი წევრით (ეგვიპტე, ეთიოპია) იქნება წარმოდგენილი, ეს კი საერთაშორისო საქმეებში აფრიკის წარმომადგენლობას გაზრდის, რადგან მსოფლიოში ახალი, მრავალპოლარული წესრიგი იკრებს ძალას.

ირანისა და საუდის არაბეთის გაწევრიანება ბლოკისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და დიპლომატიური წარმატებაა, რადგან თეირანსა და ერ-რიადს ნავთობის ექსპორტის ბაზარზე უზარმაზარი წილი აქვთ.

BRICS-ში ახალი ქვეყნების გაწევრიანება დასავლეთის ჰეგემონიას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს. იგი ახლო აღმოსავლეთსა და გლობალურ სამხრეთში იმპერიალისტური მაქინაციების ძლიერი საპირწონეა.

საუდის არაბეთით, არაბთა გაერთიანებული საამიროებითა და ირანით გაძლიერებული ეს ეკონომიკური ბლოკი მსოფლიო ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვან წილს გააკონტროლებს.

იგივე შეიძლება ითქვას BRICS-ის ახალი წევრი ქვეყნების მშპ-ის მკვეთრ ზრდაზე, რაც მსოფლიო მშპ-ის 30 პროცენტს შეადგენს და 30 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

https://www.instagram.com/p/CwUtslyo5RO/?igshid=NjFhOGMzYTE3ZQ%3D%3D

https://twitter.com/Sprinter99800/status/1694702478359445960