საზოგადოებრივი აზრის კვლევითი კომპანია McLaughlin & Associates-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2024 წელს, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საკუთარ კონკურენტ ჯო ბაიდენს ხმათა უმრავლესობით დაამარცხებს.
თებერვალში კვლევა ჩატარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატებში,(არიზონა, ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი) სადაც გამოკითხული მოსახლეობის 66% თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26% აცხადებს, რომ საშუალოდ უკმაყოფილოა არსებული მმართველობით, გაცილებით მეტი – 41% ამბობს, რომ ძალიან უკმაყოფილია. კვლევაში მონაწილეთაგან მხოლოდ 9% თვლის მტკიცედ, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, 34% კი, ოპტიმისტურად არის განწყობილი. მაშინ, როცა 24% აფიქსირებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია “ასე თუ ისე” კარგად არის.
კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული შტატების მოსახლეობის 56% არ ენდობა და უარყოფითად აფასებს ბაიდენს. ცხადია, ბაიდენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, გამოკითხულთა იმ ნაწილში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები არიან, მათი 89% ბაიდენს უარყოფითად აფასებს.
პერსონალური შეფასების კუთხით დონალდ ტრამპის მიმართ დაახლოებით ანალოგიური მაჩვენელია, მაგრამ
პირდაპირ კითხვაზე, ტრამპსა და ბაიდენს შორის ვის დაუჭერდა მხარს ამომრჩეველი, 48% აფიქსირებს ტრამპს, 43% კი ბაიდენს, 9%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის ამომრჩველებს, მათ შორის აზრი გაყოფილია თუ ვინ უნდა იყოს მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი. პრაიმერისში 51% ტრამპს დაუჭერდა მხარს, ხოლო 41% რონ დესანტისს. 8%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მიემხროს. ასევე, გამოკითხულთა 57% თვლის, რომ დონალდ ტრამპია სწორედ ის ფიგურა, ვისაც 2024 წელს ბაიდენის დამარცხების უფრო დიდი შანსი აქვს.
კითხვაზე – 2020 წლის შემდეგ ამერიკა წინ წავიდა თუ უკან დაიხია, 65% აცხადებს რომ უკუსვლაა, 35% მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს წინსვლას.
რესპუბლიკელ ამომრჩეველში ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიოა 90% აფიქსირებს, რომ უკუსვლაა, მხოლოდ 10% აღნიშნავს წინსვლას.
ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა აშფოთებდეს კვლევაში გამოკვეთილი კიდევ ერთი მაჩვენებელი – ნეიტრალურ ამომრჩეველთა 53% მიიჩნევს, რომ ბაიდენი კორუმპირებულია, რიცხვი გაცილებით მაღალია რესპუბლიკელთა მხარდამჭერებს შორის, მათი 82% ფიქრობს ანალოგიურად.
კვლევაში კითხვები ეხებოდა უკრაინის საკითხსაც. გამოკითხული ამერიკელების 57% აცხადებს, რომ ტრამპს შეუძლია მშვიდობის მოტანა, 77% თვლის რომ ამერიკამ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს მშვიდობა. მხოლოდ 23% ფიქრობს, რომ ბრძოლა პუტინის დამარცხებამდე უნდა გაგრძელდეს.
წყარო: https://is.gd/FPm4JZ