პარტიაში ამბობენ, რომ ერთადერთი გამარჯვებული სახელმწიფოა. გასულ წელს ავსტრიაში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 9,5 მილიარდი ევროთი გაიზარდა
დღედღეობით ავსტრიაში ყველაზე პოპულარული პარტია ‘ავსტრიის თავისუფლების პარტია’ (FPÖ) მკაცრი რიტორიკით გამოდის და ქვეყნის ეკონომიკისა და წარმოების სექტორის გადასარჩენად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეწყვეტას მოითხოვს.
პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „ყველა ბოროტების სათავე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია“. ბევრი შეიძლება არ დაეთანხმოს ასეთ განცხადებას, მაგრამ პარტია ფსონს დებს იმაზე, რომ მათ მტკიცე პოზიციას გამოხმაურება მოჰყვება ავსტრიელ ამომრჩევლებში, რადგან ქვეყანაში მზარდი ინფლაციაა, არ წყდება მიგრანტთა ნაკადი, ეკონომიკური კრიზისი კი გრძელდება.
„სანქციების გამო ენერგომატარებლებზე, ასევე საკვებ პროდუქტებსა თუ საცხოვრებელზე ფასები გაიზარდა. არაფერი შეიცვლება, სანამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. ისინი გასაზღვრავენ ფასებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე დეგმარ ბელაკოვიჩმა, რომელმაც სანქციების ერთხელ და სამუდამოდ მოხსნა მოითხოვა.
პარტიამ მიუთითა, რომ ევროპას წარსულში დაწესებულმა შეზღუდულმა სანქციებმაც კი მშიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგად ავსტრიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი (WIFO) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ეკონომიკური თვალსაზრისით 30 მილიარდი ევროს ღირებულების ზიანი მიიღეს, ავსტრიის ეკონომიკამ კი 1 მილიარდი ევროთი იზარალა.
იმის ნიშნად, რომ გარშემო არც თუ ისეთი სახარბიელო მდგომარეობა სუფევს, ერთ-ერთი ახლანდელი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გერმანიის ეკონომიკას მხოლოდ 2022 წელს 175 მილიარდი ევრო დაუჯდა.
სანქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით ‘ავსტრიის თავისუფლების პარტიის’ ბოლო მოწოდება მას შემდეგ გაისმა, რაც FPÖ-მა ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა და განაცხადა, რომ სანქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ავსტრიის მოსახლეობამ უნდა მიიღოს.
ბელკანოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ 2022 წელს გადასახადებიდან რეკორდული შემოსავალი – 105,2 მილიარდი ევრო – მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით, 9,5 მილიარდი ევროთი მეტია.
„სახელმწიფო კრიზისით უდიდეს მოგებას ნახულობს, მოსახლეობა კი კარგავს, რომელიც მასიური ინფლიაციით იტანჯება. სანამ სახელმწიფო გადასახადები ან ენერგიაზე, ელექტროენერგიაზე, საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები არ შემცირება, მანამდე არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა FPÖ-ის თავმჯდომარის მოადგილემ.
‘ავსტრიის თავისუფლების პარტია’ გადასახადების შემცირებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის გაზრდის მოთხოვნით გამოდის. მას შემდეგ, რაც ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის, მოსახლეობა ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უფრო იაფი ენერგიითა და საქონლით.
წყარო: https://is.gd/sArGhP