პოლიტიკასხვადასხვა

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი ევროპას მოახლოებული ჩაბნელების შესახებ აფრთხილებს

0

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი ევროპას მოახლოებული ჩაბნელების შესახებ აფრთხილებს

ავსტრია თავის არმიას ელექტროენერგიის გარდაუვალი ჩაქრობისთვის ამზადებს, რისი გადატანაც ევროპას მოუწევს. ამის შესახებ ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა, კლაუდია ტანერმა, Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საკითხავი ის კი არ არის გაითიშება თუ არა ელექტროენერგია, არამედ როდის მოვა“ – აღნიშნა მინისტრმა. ტანერმა დასძინა, რომ უკრაინის ომის გამო მასშტაბური ჩაბნელების რისკი კვლავ გაიზარდა.
„დასავლეთის ელექტროსადგურებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმები, პუტინისთვის ჰიბრიდული ომის იარაღია. არ უნდა გვეგონოს, რომ ეს მხოლოდ თეორიაა. მზად უნდა ვიყოთ, რომ ავსტრიასა და ევროპაში ელექტროენერგია გაითიშება“,  – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა.

ავსტრია ენერგიით თვით-მომარაგებადი ყაზარმების აშენებას გეგმავს

ტანერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მოქალაქეების მესამედი ელექტროენერგიის გათიშვიდან მეოთხე დღეს საკუთარი თავის უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს.
აქედან გამომდინარე, ავსტრიის შეიარაღებული ძალები 2025 წლისთვის 100 თვით-მომარაგებადი ყაზარმის აშენებას გეგმავს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებენ. “გარდა ამისა, ისინი ე.წ. „უსაფრთხოების კუნძულების“ ფუნქციასაც შეასრულებენ და საგანგებო სიტუაციის პირობებში მოსახლეობის, მოხალისეების და ოფიციალურ სტრუქტურების საკომუნიკაციო ადგილები იქნება” – განაცხადა კლაუდია ტანერმა.

 

წყარო: https://rmx.news/austria/austrian-defense-minister-warns-europe-of-impending-blackouts/