პოლიტიკასხვადასხვა

ავსტრიელი კონსერვატორი პეტრა შტეგერი: ევროკავშირის უკრაინისადმი ფინანსური დახმარება „უძირო ორმოა“

0

 „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ მიიჩნევს, რომ უკრაინის დაფინანსებას დასასრული არ უჩანს…

26 ივლისი, 2023 წ.

კონსერვატიული „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ) სამარცხვინოს უწოდებს ევროკავშირის სურვილს, რომ უკრაინის დროში გაწელილი კონფლიქტის დაფინანსების გასაგრძელებლად წევრ ქვეყნებს საბიუჯეტო შენატანი გაუზარდოს.

FPÖ-ის ცნობილმა წევრებმა მკვეთრად გააკრიტიკეს ავსტრიის მთავრობა, რომელიც სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს. პარტიის პრესმდივანი ევროპულ საკითხებში პეტრა შტეგერი ამბობს, რომ ევროკავშირმა უკრაინის უსასრულო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა კი არ უნდა გააძლიეროს, არამედ რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უნდა შეუწყოს ხელი.

ავსტრიელმა პოლიტიკოსმა ევროკავშირის ზემდგომი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის, შემოთავაზებული გეგმები მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდი ევროთი უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადების პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

შტეგერის თქმით, ევროკავშირის ეს გეგმა „უძირო ორმოა“. აქედან გამომდინარე, „ავსტრიის თავისუფლების პარტიამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის ფედერალურ მთავრობას, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში დამატებითი თანხების შეტანა შეაჩეროს.

https://rmx.news/austria/austrian-conservatives-oppose-eus-scandalous-planned-expansion-of-ukraine-funding/