29 მაისი, 2023 წ.
პარასკევს ‘ავსტრიის თავისუფლების პარტიის’ (FPÖ) წამყვანმა წევრმა და ევროპარლამენტარმა, ჰარალდ ვილისკიმ, განაცხადა, რომ მემარცხენე ევროპარლამენტარების მცდელობა, რომელიც უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოს დაგეგმილი თავმჯდომარეობის ჩამოერთმევას უკავშირდება, არადემოკრატიული და წარმოუდგენელია.
ავსტრიელმა პოლიტიკოსმა მეზობელი სახელმწიფო მტკიცედ დაიცვა და ევროპელი კანონმდებლების შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბუდაპეშტის შესაძლებლობას, რომ მომავალ წელს თავმჯდომარის როლი იკისროს, რადგან უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ კანონის უზენაესობის სავარაუდო დარღვევის გამო სამართალწარმოება მიმდინარეობს.
რეზოლუციას ავსტრიული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მხარს უჭერს, მათ შორის ÖVP, SPÖ და მწვანეები. თუმცა, FPÖ-მა, რომელიც შიდა გამოკითხვებში მაღალ პოზიციებს იკავებს, ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა.
„უნგრეთი ევროპაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის აზრი, რომ უნგრეთს საბჭოს თავმჯდომარეობა ჩამოერთმევა, დემოკრატიული პოლიტიკის თვალსაზრისით შეიძლება არასასიამოვნო იყოს“, – განაცხადა ვილიმსკიმ.
ავსტრიელი პოლიტიკოსის რწმენით, ევროპარლამენტის მემარცხენე ფრაქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო ებრძვიან.
„თავიანთ რიგებში წარმოშობილ კორუფციულ სკანდალებზე განსაკუთრებით სოციალისტებისა და ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციებმა უნდა იზრუნონ, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება უნგრეთზე თავდასხმებით გადაიტანონ. ჯობია ისინი უფრო გონივრულად მოიქცნენ და საკუთარი რიგებში წესრიგი დაამყარონ, სანამ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასა და მის პრემიერ-მინისტრს ჭკუას დაარიგებენ, – დასძინა ვილიმსკიმ.
ავსტრიელი ევროპარლამენტარის თქმით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ჩამორთმევას უკავშირდება, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უფსკრულის გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ვილიმსკიმ ვიქტორ ორბანი შეაქო და მას ევროპაში ერთ-ერთი გონიერი პოლიტიკოსი უწოდა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. სწორედ ამისთვის აირჩიეს – და ეს კარგია. FPÖ უნგრელი მეგობრების გვერდით დგას და ვფიქრობ, რომ უნგრელ ხალხთან ევროპის მოქალაქეების უმრავლესობასაც კარგი ურთიერთობა სურს და არა უთანხმოება, რომლის ავტორებიც ბრიუსელში მოკალათებული მემარცხენეები არიან“, – დასძინა ვილიმსკიმ.
FPÖ ავსტრიის შიდა პოლიტიკურ სცენაზე სტაბილურად პროგრესირებს და გამოკითხვების თანახმად ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პარტიაა, რომელიც მასობრივი იმიგრაციისა და ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ მტკიცე პოზიციით არის ცნობილი. პარტიმ 2023 წელს ჩატარებულ არჩევნებში წარმატებას მიაღწია და კარინტიაში, ქვემო ავსტრიაში, ტიროლსა და ზალცბურგში საკმაოდ ბევრი ხმა მიიღო.