პოლიტიკასხვადასხვა

ავსტრიელი კონსერვატორები: ევროპელი გადასახადის გადამხდელები „მეწველი ძროხები“ არ უნდა გახდნენ

0

23 ივნისი, 2023 წ.

რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, ყოველგვარი გონიერების ფარგლებს სცილდება და ბრიუსელის პოლიტიკური მარცხია, ამბობს ავსტრიელი ევროპარლამენტარი ჰარალდ ვილიმსკი, რომელიც ევროპარლამენტში ,,ავსტრიის თავისუფლების პარტიის” (FPÖ) დელეგატების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ავსტრიელი პოლიტიკოსი ევროკომისიის წინადადებას ეხმაურებოდა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კიევს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ღირებულების გრანტები და სესხები უნდა გამოუყონ, რათა უკრაინელებს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარონ. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რეზერვები მრავალწლიური ფინანსური ჩარჩოდან გამოყვეს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, უკრაინისადმი გაწეული დახმარება დათვალოს.

FPÖ-ის აზრით, ევროკომისია ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უსაფუძვლოდ. პარტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ღიად აკრიტიკებს და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ავსტრიაში მის პოზიციას ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს. გამოკითხვის თანახმად, FPÖ ქვეყანაში ნომერი პირველი პარტიაა, მას მოსახლეობის 30 პროცენტი უჭერს მხარს, რაც ამ პარტიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირი უკრაინის ომში ჩაითრია. გარდა ამისა, ,,მწვანე” შეთანხმების საფუძველზე შექმნა მეგა-პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს და რომელიც ევროპელებს დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს. ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელსაც ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს, მუდმივად ახალ (სამხედრო) მიზნებს ისახავს და შემდეგ მათ დაფინანსებას ითხოვს. ახლა მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ევროკომისიას, რომ საკმარისია“, – განაცხადა FPÖ-ის წევრმა.

„უცნაურია, რომ ისინი უკრაინას მხარს უჭერენ ავსტრიელი გადასახადების გადამხდელთა თანხმობის გარეშე მაშინ, როცა ისინი იძულებული არიან, შემოსავლები მომჭირნედ ხარჯონ. დღემდე ევროკავშირმა 60 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო იმ ქვეყანას, რომელშიც კორუფცია ყვავის. იმ დროს, როცა უნგრეთისა და პოლონეთისთვის ფულის გაყინვას ცდილობენ, უკრაინას კარტ-ბლანშს აძლევენ”, – განაცხადა FPÖ-ის პრესმდივანმა პეტრა შტეგერმა.

„ბრიუსელის უსაზღვრო ფანტაზიების განსახორციელებლად ევროპელი გადასახადის გადამხდელები ,,მეწველ ძროხებად” არ უნდა იქცნენ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

წყარო: https://rmx.news/economy/european-taxpayers-must-not-become-milking-cows-austrian-conservatives-decry-eus-ukraine-spending-bonanza-warn-e50-billion-will-be-huge-burden-on-citizens/