რასელ კერკი
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური თეორეტიკოსი, მორალისტი, ისტორიკოსი, სოციალური კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე რასელ კერკი მიჩიგანის შტატის ქალაქ პლიმუტში 1918 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა. კერკის ცნობილმა ნამუშევარმა, „კონსერვატიული გონება“, რომელიც 1953 წელს გამოიცა, შეერთებულ შტატებში კონსერვატიული მოძრაობის ჩამოაყალიბაში უმნიშვნელოვანესი როლს შეასრულა. მასში ასახულია კონსერვატიული აზროვნების განვითარება ანგლო-ამერიკულ ტრადიციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ედმუნდ ბერკის იდეებს ენიჭება. კერკი, რომელმაც მეოცე საუკუნის ამერიკულ კონსერვატიზმზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის მამამთავარად მიიჩნევა. 1989 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, იგი პრეზიდენტის სამოქალაქო მედლით დააჯილდოვა. რასელ კერკი 1994 წლის 29 აპრილს მიჩიგანის შტატის ქალაქ მეკოსტაში გარდაიცვალა. 1995 წელს მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „წარმოსახვის ხმალი: მოგონებები ნახევარსაუკუნოვანი ლიტერატურული კონფლიქტის შესახებ“ გამოქვეყნდა. კერკის საქმეს „რასელ კერკის კულტურული აღორძინების ცენტრი“ აგრძელებს. „კონსერვატორი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პოლიტიკა წესრიგის, სამართლიანობისა და თავისუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იდეოლოგი, პირიქით, ფიქრობს, რომ პოლიტიკა რევოლუციური ინსტრუმენტია საზოგადოებისა და თვით ადამიანის ბუნების გარდასაქმნელად. უტოპიისკენ მიმავალი იდეოლოგი დაუნდობელია“.
    კონსერვატიული საკითხავი

    კოლრიჯი და კონსერვატული იდეები

    “ღმერთო გვიხსენი სახალხო ფილოსოფიისა თუ ფილოსოფიის ხალხურობისაგან!” ამბობდა კოლრიჯი თავის “საერო ქადაგებებში”. თავის თავში ჩაღრმავებული ადამიანი პერიოდული პრესისა და მიმოქცევაში მყოფი ბიბლიოთეკის დამოძღვრით ...
    კონსერვატიული საკითხავი

    კონსერვატიზმის იდეა

    “ჩლუნგი პარტიაა”; ასე დაახასიათა ჯონ სტიუარტ მილმა კონსერვატორები. როგორც რამდენიმე სხვა შემაჯამებელი გამოთქმა, სადაც მოჩანს მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალების თავდაჯერებულობა, მუდამ გამარჯვებულები ვიქნებითო, ეს ...
    კონსერვატიული საკითხავი

    ბერკის კარიერა

    “როდესაც სასწაულების საუკუნე ჰორიზონტს მიღმა ჩაეშვება, როგორც არაჩვეულებრივი ტრადიცია და თვით ბურჟუაზიულ პირობითობათა ეპოქაც კი მოძველდება; და ადამაინის არსებობა თაობათა გრძელი ჯაჭვის ფორმულებად ...