პიტერ ვიერეკი
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, პოეტი და პოლიტიკური თეორეტიკოსი პიტერ ვიერეკი 1916 წლის 5 აგვისტოს ქალაქ ნიუ იორკში დაიბადა. ოცი წლის ასაკში, ამერიკულ ჟურნალში “The Atlantic Monthly“ გამოაქვეყნა სტატია - “მაგრამ - მე კონსერვატორი ვარ!” (1940 წლის აპრილი) სტატიაში, რომელიც ფართო განხილვის საგნად იქცა, ვიერეკი კონსერვატიულ პოლიტიკურ და ფილოსოფიურ პოზიციას იცავდა. 1949 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “კიდევ ერთხელ განვიხილოთ კონსერვატიზმი” ვიერეკმა თავდაპირველი პათოსი შეინარჩუნა. წიგნს ხშირად იმ ნაშრომებს შორის მოიხსენიებენ, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კონსერვატიზმის აღორძინებას შეუწყვეს ხელი. ნიჭიერ მწერალს 1949 წელს პოეზიის დარგში პულიცერის პრემია მიანიჭეს. 1948 წელს მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის ისტორიის ფაკულტეტს შეუერთდა, სადაც ათწლეულების განმავლობაში ისტორიას ასწავლიდა. 1987 წელს პენსიაზე გავიდა, თუმცა 1997 წლამდე სწავლებას კვლავ განაგრძობდა. პიტერ ვიერეკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2006 წლის 13 მაისს გარდაიცვალა.
    კონსერვატიული საკითხავი

    კონსერვატიზმის ისტორია (პიტერ ვიერეკის მიხედვით)

    თავი I ზოგადი კონსერვატიზმის ისტორიული და ფილოსოფიური საწყისები ედმუნდ ბერკიდან (1729 _1797) მოდის. 1790 წელს გამოქვეყნდა ბერკის ესეი `ფიქრები საფრანგეთის რევოლუციაზე~, რითაც საფუძველი ...