პოლ ელმერ მორი
ამერიკელი ჟურნალისტი, კონსერვატორი კრიტიკოსი და ესეისტი, პოლ ელმერ მორი 1864 წლის 12 დეკემბერს მისურის შტატის (აშშ) ქალაქ სენტ ლუისში დაიბადა. მორმა, რომელსაც ერთ დროს ყველაზე არისტოკრატი ამერიკელი კრიტიკოსი უწოდეს, ჰარვარდის პროფესორ ირვინგ ბაბიტთან ერთად კრიტიკის ჰუმანისტური სკოლა დააარსა. რომანტიზმის, მისი ეთიკური პრობლემებისა და ცხოვრების შესახებ ცრუ და მორალურად დანაშაულებრივი მსოფლმხედველობის მკაფიო კრიტიკით მორმა ბევრ მკითხველზე შთაბეჭდილება მოახდინა. პოლ ელმერ მორის პერიოდული გამოცემები სახელწოდებით ‘შელბურნის ესეები’ თერთმეტ ტომად (1904-1921 წწ.) გამოქვეყნდა. ჟურნალისტიკიდან წასვლის შემდეგ პლატონსა და ბერძნულ ფილოსოფიაზე რამდენიმე წიგნი გამოსცა, მათ შორის ‘ბერძნული ტრადიცია’. სიცოცხლის ბოლო წლებში მორი ქრისტიანული აპოლოგეტიკით დაინტერესდა და ‘ქრისტეს ახალი აღთქმა’ დაწერა. მორი, რომელმაც განათლება ვაშინგტონის უნივერსტეტსა (სენტ ლუისი) და ჰარვარდში მიიღო, ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ პრინსტონში ცხოვრობდა. იგი 1937 წლის 9 მარტს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ასეთ მდგომარეობაში თავმდაბლობა ადამიანთა ღირსებაა და მათი ერთადერთი თავდაცვაა; მორჩილებით გაჰყევით ღმერთს, არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი, რაც უნდა მოხდეს, რომ მისი ნება სიკეთის მომტანია, კანონი კი სამართლიანი“-
    კონსერვატიული საკითხავი

    არისტოკრატია

    ერთ საღამოს, ნიუ იორკის მწერალთა და მეცნიერთა ერთ-ერთ კლუბში,  ჩვეულებისამებრ, საუბარი შეეხო დღევანდელ პოლიტიკას; და ყველა გაოცდა, როცა კლუბის წევრთაგან ერთმა, სოციოლოგიის გამორჩეულმა ...