ედმუნდ ბერკი -კელტური წარმოშობის მოაზროვნე, რომელიც ჭეშმარიტი კონსერვატიზმის მამამთავრად მიიჩნევა.
Reflections on the Revolution in France-ის ავტორს, ფართო საზოგადოება კლასიკურ პოლიტიკურ მოაზროვნედ იცნობს.
ედმუნდ ბერკი, 1729 წლის 12 იანვარს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა. მას, თანამედროვე კონსერვატიზმის ფუძემდებელს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მონარქის წინააღმდეგ დაწყებულ რევოლუციაში ამერიკულ კოლონიებს უჭერდა მხარს, იგი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის რევოლუციას. იგი თვლიდა, რომ რევოლუცია ანგრევდა კავშირს საზოგადოებას, სახელმწიფოს და ტრადიციულ ინსტიტუტებს შორის.
1765 წლის დეკემბერში ბერკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად აირჩიეს, რომელიც 1794 წელს დატოვა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ერთადერთი შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ებრძოდა. ამის მიუხედავად, ბერკს წერა არ შეუწყვეტია და კრიტიკოსების თავდასხმებსაც უმკლავდებოდა.
ბრიტანული კონსერვატიული ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელი 1797 წლის 9 ივლისს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ედმუნდ ბერკი არაერთი ნაშრომის ავტორია.