მაიკლ ოუკშოტი
მაიკლ ოუკშოტი, კონსერვატორი მოაზროვნე, 1901 წლის 11 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში დაიბადა. ოუკშოტი ძირითადი პროფესიით იყო ისტორიკოსი, მაგრამ მის ნაშრომებს საწყისშივე ეტყობოდა, რომ ოუკშოტს ფილოსოფიური განზომილება უფრო აინტერესებდა და ისტორიასაც აღნიშნული პრიზმიდან აფასებდა.
1930-იან წლებში ოუკშოტი შეაშფოთა იმ ექსტრემისტულმა მიმართულებებმა, რომელიც იმ პერიოდის ევროპულ ფილოსოფიაში გამოიკვეთა (ნაციონალური სოციალიზმი, მარქსიზმი და ა.შ).
1933 წელს გამოცემულმა ნაშრომმა - Experience and its Modes - იგი ფილსოფიურ იდეალისტად ჩამოაყალიბა, რომელიც პოლიტიკური ფილოსოფიის დამაჯერებლობას უარყოფდა.
ოუკშოტის რწმენით, პოლიტიკურ ფილოსოფოსებს ჭეშმარიტი ფილოსოფიური კვლევების ჩატარება არ შეეძლოთ, რადგან ისინი მხოლოდ ფიზიკური სამყაროს ახსნის მცდელობით შემოიფარგლებოდნენ.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ოუკშოტი აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა. მისმა ნაშრომებმა იგი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კონსერვატორ ფილოსოფოსად ჩამოაყალიბა. ოუკშოტი ფილოსოფიური კუთხით აკრიტიკებდა ლიბერალიზმს, სოციალიზმსა და ზოგადად ნებისმიერ დოგმატურ იდეოლოგიას.
ინგლისელი ფილოსოფოსი 1990 წლის 19 დეკემბერს 89 წლისა გარდაიცვალა.