მთავარი ამბავი

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

0

29 მაისი, 2023 წ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ‘რია ნოვოსტი’ სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 2022 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა რუსეთის ვალს 107-ჯერ გადააჭარბა.
კვლევაში მოყვანილია 2022 წლის მეოთხე კვარტალის მიწურულს ფედერალური მთავრობის მთლიანი ვალის მაჩვენებელი.
ამავდროულად, შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა 13 უმსხვილესი დებიტორი ქვეყნის მთლიან ვალსაც გადააჭარბა. გასული წელს აშშ-ის ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს – 31,42 ტრილიონი აშშ დოლარი – მიაღწია, ხოლო ხსენებული ცამეტი უმსხვილესი დებიტორი ქვეყნის ვალი 23 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებია და საერთო ჯამში 31,4 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც 9,59 ტრილიონი აშშ დოლარი აქვს ვალი, მესამე ადგილს კი ჩინეთი იკავებს 3,75 ტრილიონი აშშ დოლარით. მეოთხე და მეხუთე ადგილს დიდი ბრიტანეთი (3,03 ტრილიონი აშშ დოლარი) და იტალია (2,88 ტრილიონი აშშ დოლარი) ინაწილებენ. საფრანგეთის, ინდოეთის, გერმანიის, ესპანეთის, კანადის, ბრაზილიის, სამხრეთი კორეის, სინგაპურისა და ავსტრალიის მთლიანი ვალი კი საერთო ჯამში 12,15 ტრილიონი აშშ დოლარია.
ამავდროულად, რუსეთის სახელმწიფო ვალმა გასულ წელს მხოლოდ 294,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33-ჯერ ნაკლებია იაპონიის, ხოლო 13-ჯერ ჩინეთის სახელმწიფო ვალთან შედარებით.
ჯერჯერობით ქვეყნების უმეტესობას 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რუსეთის ვალი 15,2 მილიარდი აშშ დოლარით, ანუ 5,2 პროცენტით შემცირდა, იაპონიის ვალი კი 0,2 პროცენტით.
ამავდროულად, აშშ-ის მთავრობის ვალი 0,1 პროცენტით გაიზარდა და 31,46 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა – კიდევ ერთი ახალი რეკორდი, რომელმაც კანონიერად დადგენილ მაქსიმუმს ‘გადააჭარბა’. ამის შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ფინანსური ოპერაციების გასაგრძელებლად გადაუდებელი ზომები მიიღო, ხოლო თეთრმა სახლმა კონგრესს შესაძლო ვალის ლიმიტის გაზრდისკენ მოუწოდა. შეერთებულ შტატებში მაქსიმუმის გაზრდასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. შეთანხმებას ივნისამდე უნდა მიაღწიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 1979 წლის შემდეგ აშშ-ში პირველად მოხდება დეფოლტი.

წყარო: https://www.oreanda-news.com/en/finansy/the-us-national-debt-exceeded-the-russian-one-by-more-than-100-times/article1476354/