პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი თანამდებობას ტოვებს

0

ვაშინგტონი (AP) – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი, რომელიც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ყოველდღიურ სახეს წარმოადგენს, თანამდებობას ტოვებს.
სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამ თვის ბოლოდან იგი უშუალოდ სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, დაიწყებს მუშაობას. სანამ პრაისის შემცვლელეს ოფიციალურად არ დაასახელებენ, დროებით პრესმდივნის მოვალეობას მისი მოადგილე ვედანტ პატელი შეასრულებს.
„ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოსთვის ნედ პრაისი ხშირად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახესა და ხმასთან ასოცირდებოდა“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. „იგი არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით ასრულებდა თავის საქმეს“.
პრაისი ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელია ბაიდენის ადმინისტრაციაში. იგი ამ თანამდებობაზე 2021 წლის 20 იანვარს დაინიშნა.
პენტაგონის ყოფილი პრესმდივანი ჯონ კირბი, რომელიც ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობს, ბაიდენის ადმინისტრაციის საკომუნიკაციო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ნედ პრაისმა, რომელიც ობამას მმართველობისას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი იყო, 2017 წლის თებერვალში საჯაროდ დატოვა თანამდებობა და განაცხადა, რომ იგი სუფთა სინდისისთ ვერ ემსახურებოდა იმჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც სადაზვერვო სამსახურებს აკრიტიკებდა.
„ნედი აშშ-ის მთავრობას მთელ მსოფლიოში პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში დაეხმარა და შექმნა გამჭვირვალობისა და გულწრფელობის მოდელი, რომელსაც სხვა ქვეყნებში ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ბლინკენმა. „მისი გაღებული წვლილი დეპარტამენტს მომავალშიც მოუტანს სარგებელს“.

წყარო: https://is.gd/rqLQan