პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-ში უკრაინის დახმარების საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამენ, უკრაინელი მაღალჩინოსანი კი, დასავლეთისგან უსასრულო სამხედრო დახმარებას ითხოვს

0

24 აპრილი, 2023 წ.

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინისთვის დაუსრულებელი სამხედრო დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით წერილი მისწრეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მელნიკმა ‘ტვიტერზე’ დაწერა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღონ.
„მადლობელი ვართ ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეული სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – დაწერა მელნიკმა შაბათს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, „უკრაინას 10-ჯერ მეტი სჭირდება, რათა წელს რუსეთის აგრესიას ბოლო მოუღოს“. მელნიკმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ „გადაკვეთონ ყველა ხელოვნური წითელი ხაზი და  იარაღის გაგზავნისთვის მშპ-ის 1 პროცენტი გაიღონ“.
მელნიკმა მოთხოვნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ოთხშაბათს ბაიდენის ადმინისტრაციამ 325 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 2022 წლის თებერვალში კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, სულ მცირე, 36 სამხედრო დახმარების პაკეტი გაუგზავნა, რაც საერთო ჯამში ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 35 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდათ.
გასულ კვირას რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ბაიდენის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეტყვეტისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მკაფიო სტრატეგიის გარეშე იარაღის უსასრულო რაოდენობით გაგზავნა „მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს“.
ხუთშაბათს პრეზიდენტ ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში რესპუბლიკელი კანონმდებლები აღნიშნავდნენ: „გწერთ, რათა შეშფოთება გამოვხატოთ უკრაინასთან მიმართებით შეერთებული შტატების რეაქციის გამო. ერთ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამაც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არსებული მშვიდობა დაარღვია. ღრმად ვართ შეშფოთებულები, რადგან უკრაინის სამხედრო ძალისხმევასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების დახმარების ტრაექტორია საფრთხეს უქმნის კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და მოკლებულია უაღრესად საჭირო სტრატეგიულ გამჭვირვალობას“. წერილს 19-მა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მოაწერა ხელი.
კანონმდებლების მტკიცებით, „დაუსრულებელი ომის მხარდასაჭერად იარაღის შეუზღუდავი მიწოდება“ ეფექტური გამოსავალი არ არის. „კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების წახალისება ჩვენი და უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებში შედის. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების გზით მშვიდობის დამყარებას, რათა ბოლო მოეღოს ამ საშინელ კონფლიქტს“, – ნათქვამია წერილში.
ამავდროულად, ცოტა ხნის წინ დღის სინათლეზე გამოსულმა ამერიკულმა სადაზვერვო დოკუმენტებმა ნათელი მოჰფინეს დასავლურ დეზინფორმაციას იმის შესახებ ვითომც ამ ომს უკრაინა იგებს.
საინტერესოა, უკრაინაში არსებული ვითარება აიძულებს ვაშინგტონს უარი თქვას ცრუ შეხედულებებზე და თვალის გაუსწოროს რეალობას? ან დასავლური პროპაგანდისტული მანქანა კვლავ „წარმატებით“ იტრაბახებს და უკრაინას კიდევ უფრო მეტ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ?

წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/not-enough-ukraine-official-demands-endless-streams-western-military-aid