სხვადასხვა

ასადს, საუდის არაბეთში წითელი ხალიჩით დახვდნენ

0

19 მაისი, 2023 წ.

18 მაისს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში თავისი საპრეზიდენტო თვითმფრინავით ჩაფრინდა. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი ისტორიული ვიზიტია. ვაშინგტონს არ უნდოდა, რომ მსოფლიოს ასადის ტრიუმფალური ვიზიტის ამსახველი სურათები ენახა.
სირიის სახელმწიფო მეთაურის თვითმფრინავიდან გამოსვლა ბევრმა მხარდამჭერმა „გამარჯვებად“ შეაფასა, ერთმა რეგიონულმა კომენტატორმა კი აღნიშნა, რომ „ლომი დაფრინდა“. ასადი წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მკაცრი სანქციების ქვეშ იყო.
წლევანდელ სამიტზე, რომელიც ჯიდაში 19 მაისს გაიხსნება, სირია 12 წლის შემდეგ ოფიციალურად დაბრუნდება არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, რომელშიც 22 ქვეყანაა გაწევრიანებული.
2011 წლის ნოემბერში სირია ორგანიზაციიდან საპროტესტო აქციების ჩახშობის საბაბით გარიცხეს, თუმცა ეს გამოსვლები მალევე შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა. დამასკოს მტკიცებით, ეს ნაბიჯი „არაკანონიერი და ორგანიზაციის წესდების დარღვევა“ იყო.
ამავდროულად ბაიდენის ადმინისტრაცია რეგიონალურ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ ასადთან ურთიერთობების ნორმალიზებისგან თავი შეიკავონ.
ამის მიუხედავად, არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დამასკოსთან ურთიერთობების დათბობა დაიწყო. საუდის არაბეთი და სირია კი შეთანხმდნენ, რომ წლების შემდეგ ხელახლა გახსნიან საელჩოებს. ასადის მიმართ განწყობა საუდის არაბეთის მედიაშიც შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი მჭიდროდ თანამშრომლობდა (მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თქმით) აშშ-სა და NATO-ს ქვეყნებთან, რათა სირიისა და სირიელების წინააღმდეგ მეომარი უკომპრომისო ჯიჰადისტი ამბოხებულები მოემზადებინა, აღეჭურვა და დაეფინანსებინა.
შეერთებული შტატების მთავრობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ცნობილი ანალიტიკური ცენტრი საუდის არაბეთში ასადის თვითმფრინავის დაშვებით აღშფოთებას ვერ მალავს, თუ გათვალისწინებით იმ ფაქტს, რომ ეს ნაბიჯი ერ რიადის საგარეო პოლიტიკაში მონუმენტურ ცვლილებაზე მიუთითებს…
პრეზიდენტმა ასადმა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ და მის მოსაშორებლად მილიარდობით აშშ დოლარიც კი გაიღეს, ხელისუფლება შეინარჩუნა. ახლა კი ეს ქვეყნები იძულებულნი არიან ‘კარგად მოიქცნენ’ და რეგიონულ წესრიგში სირიის მნიშვნელობა აღიარონ.
შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ძალიან აშფოთებთ მოვლენების ამგვარი განვითარება და ის ფაქტი, რომ ასადის გარშემო ‘ყინული დნება’ და არ არსებობს იმის ნიშანი, რომ აშშ-ის კონგრესი დამასკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასაუქმებლად მზად არ არის.

წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/assads-arrives-red-carpet-treatment-saudi-arabia-historic-1st-war-began