პოლიტიკასხვადასხვა

არგენტინის ახალი პრეზიდენტი მემარჯვენე, woke-იდეოლოგიის მოწინააღმდეგე, ხავიერ მილეი გახდა

0

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ ეკონომიკის მინისტრი სერხიო მასა დაამარცხა. „ვოუქიზმის“ მოწინააღმდეგე მილეიმ პირობა დადო, რომ გააუქმებს არგენტინის ცენტრალურ ბანკს, შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ბოლოს მოუღებს.

19 ნოემბერს ბუენოს-აირესში მხარდამჭერთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას მასამ დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ოპონენტს ტელეფონით მიულოცა გამარჯვება. მისი ქმედება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ულტრამემარჯვენე ეკონომისტმა და ყოფილმა სატელევიზიო ექსპერტმა, რომელსაც მართვის გამოცდილება არ აქვს, ხმების თითქმის 56% მოიპოვა. 53 წლის ხავიერ მილეიმ, მემარცხენე-ცენტრისტი სერხიო მასა დაამარცხა, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად იბრძოდა.

„ვოუქიზმის“ მოწინააღმდეგე მილეიმ პირობა დადო, რომ გააუქმებს არგენტინის ცენტრალურ ბანკს, შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ბოლოს მოუღებს

არგენტინელები მთავრობისგან მკვეთრი ცვლილების გატარებას მოითხოვდნენ. მთავრობის პოლიტიკის შედეგად დაეცა პესო, ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი გაღარიბდა. მილეი ამომრჩევლებს მთელი სისტემის დანგრევას დაჰპირდა, თუმცა ადგილობრივები კარგად აცნობიერებენ, რომ სისტემა უკვე ჩამოშლილია.

მილეიმ, რომელსაც ორი თვის წინ ტაკერ კარლსონმა ჩამოართვა ინტერვიუ, პირობა დადო, რომ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებით გადაჭრის, განადგურებულ პესოს აშშ დოლარით ჩაანაცვლებს და ცენტრალურ ბანკს დახურავს. ხავიერ მილეი 10 დეკემბრიდან ოფიციალურად შეუდგება 46-მილიონიანი არგენტინის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას.

მილეის გამარჯვებაზე საუბრისას ილონ მასკმა იწინასწარმეტყველა, რომ „არგენტინას კეთილდღეობა ელის“

სერხიო მასამ, რომელმაც ოქტომბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღო, ორი თვით ადრე პრაიმერიზი წააგო. იგი მმართველი პერონისტების კოალიციას მიეკუთვნება, თუმცა არგენტინის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა − 143-პროცენტიანი ჰიპერინფლაცია და მოსალოდნელი რეცესია − მის საპრეზიდენტო ამბიციებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

„არგენტინელებმა სხვა გზა აირჩიეს“, − მიმართა მასამ თავის მხარდამჭერებს სიტყვით გამოსვლისას. არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ხავიერ მილეი მცირედი უპირატესობით ლიდერობდა.

მილეის გამარჯვებაზე საუბრისას ილონ მასკმა იწინასწარმეტყველა, რომ „არგენტინას კეთილდღეობა ელის“.

https://www.zerohedge.com/political/preview-argentinas-consequential-election-sunday