პოლიტიკასხვადასხვა

არესტოვიჩი, ზელენსკის მმართველობის სტილს აკრიტიკებს და არმიის გენერლებთან პრეზიდენტის კონფლიქტის შესახებ საუბრობს

0

ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ ზელენსკის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის, გულწრფელი აღიარებით, უკრაინაში ომი მხოლოდ ფრონტის ხაზზე არ მიმდინარეობს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის ხელმძღვანელობას შორის დიდი დაპირისპირებაა.
არესტოვიჩმა, ზელენსკის სამხედრო სტრატეგია დაუწუნა და უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციის წარუმატებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტსა და არმიის გენერლებს შორის დაპირისპირებაა.
„სიტყვით გამოსვლებისას პრეზიდენტი სულ უფრო და უფრო ემოციურია, რადგან აკრიტიკებენ. მის გატარებულ პოლიტიკას შედეგი არ მოაქვს, ამის მთავარი მიზეზი კი წარუმატებელი კონტრშეტევაა. დასავლეთის დახმარებას არასწორად იყენებენ. მათ კომპეტენტურობა აკლიათ და თავიანთი შესაძლებლობების ზღვარს მიაღწიეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა და კონფლიქტთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შეფასებას დაეთანხმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალ „ეკონომისტთან“ (The Economist) გააკეთა, რომ უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა.

„ამჟამად ისეთი სიტუაციის წინაშე ვდგავართ, როდესაც მთავარსარდალი ომსა და გამარჯვების პერსპექტივაზე ერთს ამბობს, პრეზიდენტი კი მეორეს. ეს მდგომარეობის ნორმალურობაზე არ მიანიშნებს“, – აღნიშნა არესტოვიჩმა

მისი აზრით, ზელენსკი ან ძალიან ეგოცენტრულია ან ძალიან არის უკრაინაზე ორიენტირებული.
„ჩვენ გვჭირდება ნდობა და არა რეპრესიები. საბაზისო განათლებას უკრაინულ ენაზე უნდა იღებდნენ, მაგრამ თუ ვინმე მოინდომებდა წიგნის გამოცემას ესპანურ, რუსულ ან ბულგარულ ენებზე, ეს არ უნდა შევზღუდოთ ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ, რომ ბოლოს მივალთ ეკლესიის აკრძალვამდე სრულიად სულელური მოტივითა და მეთოდებით“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა, რომელმაც უკრაინა დატოვა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კენჭს იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ქვეყნიდან წასული არესტოვიჩი აქტიურად აკრიტიკებს ზელენსკისა და მისი უშუალო გარემოცვის ქმედებებს.
მაგალითად, ოლექსი არესტოვიჩმა ქვეყნის ხელმძღვანელობა სახელმწიფო და სამხედრო მმართველობაში დაშვებული სტრატეგიული შეცდომების გამო მკაცრად გააკრიტიკა. 1 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისი პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, უკრაინა NATO-ში იმ პირობით გაწევრიანდება თუ იგი იმ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, რომლებიც აქამდე დაკარგა.