პოლიტიკასხვადასხვა

არავინ უნდა მიამწყვდიო კუთხეში, საიდანაც გამოსავალი არ ექნება, განსაკუთრებით – პუტინის რუსეთი

0

კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზობთ ამერიკელი ჟურნალისტის ტედ სნაიდერის სტატიას, რომელიც გამოცემა “The American Conservative”-მა გაავრცელა.

ცნობილია ისტორია პუტინის შესახებ, რომ ის იზრდებოდა ლენინგრადში, ნახევრად დანგრეულ, ხუთსართულიან კორპუსში, სადაც მისი ოჯახი ბინას, კიდევ ორ ოჯახთან იყოფდა. ეზო ნაგვით იყო სავსე და ნაგავი ვირთხებით. პუტინი და მისი მეგობრები ჯოხებით დასდევდნენ ვირთხებს, იქამდე სანამ ერთ დღესაც დიდმა ვირთხამ, მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენა. ეს ამბავი დიდ ხანს გაჰყვა პუტინის მეხსიერებას და მან ასეთი დასკვნაც გამოიტანა – არავინ უნდა მიიმწყვდიო კუთხეში, საიდანაც არ ექნება გამოსავალი!
ყვება პუტინის ბიორგაფიის მკვლევარი, ფილიპ შორტი და იქვე დასძენს, რომ CIA-მ პუტინის ისტორიის ანალიზიდან არასწორი დასკვნები გამოიტანა. მათ ჩათვალეს, რომ აღნიშნულმა პუტინს ასწავლა, როგორ მოექცეს სხვებს. რეალურად კი, ეს გვიჩვენებს, თუ როგორ არ უნდა მოექცე თავად პუტინს.
9 ოქტომბრის ინტერვიუს შემდეგ, რომელიც პუტინმა ABC-სთან ჩაწერა და უკრაინაში ომის დამთავრებისთვის, ამერიკას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, ადმირალმა მაიკლ მიულენმა მას “კუთხეში მიმწყვდეული ცხოველი” უწოდა.
უკანასკნელ პერიოდში პუტინმა, გაახშირა მოწოდებები მოლაპარაკებების თაობაზე. 30 სექტემბერს ,მან კიევს მოუწოდა დაუბრუნდეს მოპალარაკების მაგიდას. 1 ოქტომბერს, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს ამერიკასთან და თურქეთთან ერთად შეიმუშაოს ომის დასრულების გზები. ამასთან, კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად, ღიაა მოლაპარაკებებისთვის. 26 ოქტომბერს გვინეა ბისაუს პრეზიდენტის პირით, პუტინმა შეტყობინება გაუგზავნა ზელენსკის, როდესაც მოხტარ სისოკო ემბალდომ ზელენსკის მიმართა “მე ვისურვებდი, რომ თქვენს ორ ქვეყანას შორის შედგეს დიალოგი”. 30 ოქტომბერს, ლავროვმა, კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ რუსეთი მზად არის მოისმინოს შეთავაზება დასავლელი პარტნიორებისგან, თუ ისინი მოითხოვენ მოლაპარაკების ახალი რაუნდის ორგანიზებას. 1 ნოემბერს კი, პუტინმა თქვა, რომ “აუცილებელი პირობების” დასახელებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების განახლებას.
მაგრამ, ნაცვლად აღნიშნულ მოწოდებებზე რეაგირებისა, აშშ აგრძელებს პუტინის კუთხეში მიმწყვდევას.
პუტინი და რუსეთის ლიდერები აფრთხილებდნენ მსოფლიოს, რომ მათ აშფოთებთ “ნატოს” გაფართოება აღმოსავლეთით, მათი საზღვრების სიახლოვეს. მათი მკაფიო გზავნილი იყო რომ უკრაინა არის – “წითელი ხაზი”.
“NATO” უკრაინაში, ან უკრაინა “NATO”-ში, შესაძლოა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდეს.
მ.წ. 29 ივნისს, ბაიდენმა დაანონსა მუდმივმოქმედი შტაბბინის დაარსება პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელზეც სახმელეთო დანაყოფები განთავსდებიან. ბაიდენმა, საიამაყით განაცხადა, რომ ეს იქნება პირველი მუდმივი შენაერთი “NATO” – ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ამ განცხადებით დაირღვა, 1997 წელს ნატო-რუსეთს შორის გაფორმებული აქტი(NATO-Russia Founding Act on Mutual Relations), რომლის მიხედვითაც NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების პარალელურად, არ უნდა განთავსებულიყო საჯარისო შენაერთები, რაც საბოლოო ჯამში – რუსეთს კუთხეში მიიმწვდევდა.
ოქრომბერში აშშ-მა რუმინეთში, უკრაინის საზრვართან ახლოს, განათავსა არმიის 101-ე დივიზია “Screaming Eagles”. 4700 ამერიკელი სამხედროსგან შემდგარი კონტიგენტი, რუსეთთან ყველაზე ახლოს მყოფი შენაერთია. ისინი ატარებენ წვრთნებს, რომლებიც მიმდინარე რეალური ბრძოლების ანალოგია. 3 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ნატოს ძალების რაოდენობა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, 2.5-ჯერ გაიზარდა.
და მხოლოდ NATO-ს ჯარები არ მიიწევენ აღმოსავლეთით. 9 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა თითქმის 0.5მლრდ დოლარის შესყიდვა, რის შედეგადაც ლიეტუვას გადაეცემა, შორსმოქმედი სარაკეტო დანადგარები ე.წ. HIMARS-ები. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ: “აღნიშნული შესყიდვა მნიშვნელოვნად დაეხმარება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების განხორციელებას. NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების უზრუნველჰყოფისთვის.”
აშშ-ს მიერ რუსეთის შევიწროვება მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპიდან არ ხორციელდება, არამედ ფინეთიდანაც, რომელთანაც რუსეთს 800 კილომეტრიანი საზღვარი აქვს.
შვედეთი და ფინეთი გაწევრიანების მოლოდინში არიან. კითხვაზე – განათავსებდა თუ არა საკუთარ ქვეყანაში ბირთვულ შეიარაღებას, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა უპასუხა: “ჩვენ, არ დავკეთავთ კარს არც ერთი საკითხისთვის და არ დავაწესებთ არანაირ წინაპირობებს”. შვედეთის პრემიერმა კი, განაცხადა, რომ ფინეთმა და შვედეთმა უნდა მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რაც სხვა წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ.
განათავსებენ თუ არა ფინეთი და შვედეთი საკუთარ ტერიტორიებზე ბირთვულ შეიარაღებას, ჯერ უცნობია. მაგრამ უკვე ვიცით, რომ 2 ნოემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, დაამტკიცა ფინეთისთვის “ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების” გადაცემის საკითხი. მაისში, ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაში საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ ამ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება, ნამდვილად გამოიწვევს რუსეთის საპასუხო რეაქციას.
რუსეთის კუთხეში მიმწყვდევის კიდევ ერთი მცდელობაა, აშშ-ს მიერ ევროპაში განთავსებული ბაზებისთვის განახლებული B61-12 ტიპის რაკეტების მიწოდება. რუსეთმა გამოთქვა შეშფოთება და აღნიშნული შეაფასა “ბირთვული შეკავების” პრინციპის დარღვევად, რადგან ამ ტიპის შეიარაღება გადის ტაქტიკური საბრძოლო შეიარაღების კლასიფიკაციაში.
რუსეთის შევიწროვების კაპმანიის ნაწილი იყო, “ყირიმის ფორუმზე” ნენსი პელოსის გამოსვლა, სადაც მან ყირიმის რუსეთისგან გათავისუფლების პირობა დადო და თქვა რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დასძინა, რომ ნენსი პელოსის სამიტზე დასწრება ადასტურებს, რომ ყირიმის დე-ოკუპაციის საკითხი ვაშინგტონის დღის წესრიგის პრიორიტეტებშია.
აშშ-ს მიერ წარმოებული პოლიტიკა, ყველა მხრიდან კუთხეში ამწყვდევს რუსეთს. როდესაც, რუსეთ-უკრაინის კრიზისმა დაძაბულობის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და ხელშესახები გახდა ბირთვული დაპირისპირების საფრთხე, ბაიდენმა თქვა, რომ ის ეძებს გამოსავლის გზებს. იმედია, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემობრუნება.