პოლიტიკასხვადასხვა

არ გამოიყენოთ შემდეგი სიტყვები: „მამაკაცები“, „ქალები“ და „არალეგალური მიგრანტები“

0

„მამაკაცი“ და „ქალი“, ნათქვამია დოკუმენტში, „დრომოჭმული და სამედიცინო ტერმინებია“

21 ივნისი, 2023 წ.

ერთი გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, ლონდონის მერიის საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, რომ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „მამაკაცები“, „ქალები“ და „არალეგალური მიგრანტები“.

საცნობო წიგნაკი, რომელიც ლონდონის მერის, სადიქ ხანის, მეთვალყურეობით ქალაქის მმართველი ორგანოს თანამშრომლებისთვის მოამზადეს, მეტ „ინკლუზივს“ გვთავაზობს და ზოგ შემთხვევაში ტერმინებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

შიდა დოკუმენტი, რომელიც ლონდონის მმართველი ორგანოს დაახლოებით 1500 თანამშრომლისთვის არის განკუთვნილი, ბოლოს  2022 წლის აპრილში განახლდა, სანამ ამ კვირას გაზეთ „სანში“ (The Sun) გამოქვეყნდებოდა.

გენდერის შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ: „მოერიდეთ შემდეგი ტერმინების − „მამაკაცებისა და ქალების“ − გამოყენებას. თქვით „ხალხი“ ან „ლონდონელები“. ასევე, „ქალბატონებისა და ჯენტლმენების“ ნაცვლად გამოიყენეთ ისეთი ტერმინები, რომლებიც არ გამორიცხავენ არაბინარულ ადამიანებს“.

„მამაკაცი“ და „ქალი“, ნათქვამია დოკუმენტში, „დრომოჭმული და სამედიცინო ტერმინებია“. პერსონალმა ასე უნდა თქვას: „ადამიანები, რომლებიც ციკლის უკმარისობით იტანჯებიან“, რადგან „ყველა ქალს არ აქვს მენსტრუაცია“.

არ უნდა ვთქვათ „არალეგალური მიგრანტები“. მათ უნდა ვუწოდოთ ადამიანები, რომლებსაც „საიმიგრაციო სტატუსი არ იცავთ“, ან „ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტები არ აქვთ“. თავშესაფრის მაძიებლები ნამდვილად უნდა მოვიხსენიოთ, როგორც „თავშესაფრის მაძიებლები“. იმავე თვეს ბატონმა ხანმა განაცხადა: ეკონომიკის გასაძლიერებლად „ლონდონში მეტი მიგრანტი გვჭირდება“. დღის სინათლეზე გამოსული დოკუმენტის თანახმად, საჯარო მოხელეებს უთხრეს: „გახსოვდეთ, ჩვენ ყველა ლონდონელები ვართ. ნუ განასხვავებთ „მიგრანტებსა“ და „ლონდონელებს“.

სიტყვა „ბავშვები“ უნდა შეიცვალოს „ახალგაზრდა ლონდონელებით“. ეთიკური თვალსაზრისით მართებული არ არის, რომ ადამიანს „უწიგნური“ ვუწოდოთ, რადგან ეს „ადამიანის თვითშეფასებას აკნინებს“.

როგორც ჩანს, დიდი ლონდონის ადმინისტრაციის (GLA) თანამშრომლებმა ბოლომდე ვერ აითვისეს ინკლუზიურობის გაკვეთილები, რომლებიც „მეტად უფრო ინკლუზიური კულტურის ჩამოყალიბების მიზნით“ 2021 წელს შემოიღეს.

GLA არ დაეთანხმა წინადადებას, რომ საჯარო მოხელეებს უძველესი ფრაზების გამოყენება აეკრძალოთ და აღნიშნა: „ლონდონის უდიდესი ძალა მის მრავალფეროვნებაშია და სწორია, რომ ენა, რომლითაც ლონდონელებს ვესაუბრებით ან მათ შესახებ ვსაუბრობთ, იყოს რაც შეიძლება ზუსტი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი“.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/londons-inclusivity-guide-drop-men-women-and-illegal-migrants/