ახალი ამბებიპოლიტიკასხვადასხვა

ანჟეი დუდა მაკრონს – ემანუელ დამიჯერე ნამდვილად არ მინდა რუსეთთან ომი (ვიდეო)

0

„ემანუელ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ. არ მინდა რუსეთთან ომი და დამიჯერეთ, ძალიან ფრთხილად, ზედმიწევნით ფრთხილად ვარ”, – ამბობს დუდა სატელეფონო საუბარში, რომელშიც კავშირზე ემანუელ მაკრონი ჰგონია. პოლონეთის პრეზიდენტი რუსი პრანკერების მახეში გაება. ისინი დუდას პლონეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ემანუელ მაკრონის სახელით დაუკავშირდნენ.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც YouTube-ზე საუბრის ჩანაწერი გამოჩნდა. საუბრის ავთენტურობა დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმაც.

პრანკერები მაკრონის სახელით ინტერესდებიან დუდას პოზიციით მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.
დუდამ საუბარში აღნიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა სატელეფონო კავშირი ჯო ბაიდენთან და ვოლოდიმერ ზელენსკისთან. პრანკერებმა ჰკითხეს დუდას – ბაიდენი, ადანაშაულებდა თუ არა მომხდარში რუსეთს, აქვე ხაზი გაუსვეს, რომ NATO-ს ინტერესებში არ შედის ვითარების ესკალაცია, რაზეც დუდამ მკაფიოდ განუმარტა: “თქვენ ფიქრობთ, რომ მე მინდა ომი რუსეთთან? არა ნამდვილად არ მინდა და ემანუელ დამიჯერე, ძალიან ფრთხილი ვარ, ძალიან ფრთხილად, ზედმიწევნით ფრთხილად ვარ.”
რაც შეეხება ზელენსკის, ანჟეი დუდას განმარტებით უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებით აცხადებდა მასთან საუბარში, რომ ეს იყო რუსეთის მიერ ნასროლი, რუსული რაკეტა და იგი ყველაფერში სწორედ რუსეთს ადანაშაულებდა.
დუდა სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დანამდვილებით იყო რუსული წარმოების ბომბი.

“ეს ომია ემანუელ, ცხადია ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ მე ძალიან ფრთხილად ვარ. მე-5 მუხლის ამოქმედებაზე არც კი ვლაპარაკობ.” – დასძინა პოლონეთის პრეზიდენტმა.
სხვადასხვა დროს, რუსი პრანკერების მახეში აღმოჩდნენ – ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი, ელტონ ჯონი და სხვები.