ეკონომიკასხვადასხვა

Anheuser Busch-მა გაათავისუფლა მარკეტინგის მენეჯერები, რომლებმაც ბრენდი გაანადგურეს

0

28 ივნისი, 2023 წ.

Anheuser-Busch-მა მარკეტინგის განყოფილების ის ორი ხელმძღვანელი გაათავისუფლა, რომლებმაც Bud Light-ის ბრენდი იმ სარეკლამო კამპანიით გაანადგურა, რომელშიც ცნობილი ტრანსგენდერი − დილან მალვინი მონაწილეობდა.

Daily Caller-ის თანახმად, მარკეტინგის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი დენიელ ბლეიკი და Bud Light-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ალისა ჰაინერშაიდი „წავიდნენ“ მას შემდეგ, რაც თავდაპირველად შვებულებაში გაუშვეს, − იტყობინება ანონიმური წყარო.

„როგორც მე მესმის, თუ ჩვენ საჯაროდ ვიტყოდით სიტყვა „გათავისუფლებას“, ეს მათ საშუალებას მისცემდა, რომ სასამართლოში ეჩივლათ. ამიტომ ჩვენ ვთქვით შვებულება“, − უთხრა წყარომ Caller-ს ტექსტური შეტყობინებით. „ბითუმად მოვაჭრეებს ხელმძღვანელობასთან ძალიან წარმატებული პერიოდი ექნებოდათ, თუ ისინი მას (მალვინს) არ მოიშორებდნენ“.

„სიმართლე ითქვას − დენიელ ბლეიკი მართლაც ძალიან კარგი ადამიანი იყო. ვფიქრობ, ის საკამათო სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა მან იგი (მალვინი) დაიქირავა და ეს მისი შეცდომაა“, − განაგრძო წყარომ.

„Bud Light-ი სასტიკი კრიტიკის ობიექტი გახდა და ივნისში დაწყებული ბოიკოტის გამო ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ლუდის სტატუსი დაკარგა. ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ლუდის ქილებზე ცნობილ ტრანსგენდერ დილან მალვინის სახე გამოჩნდა“, − წერს Daily Caller.

Anheuser-Busch-ის ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა ამ თვის დასაწყისში The Wall Street Journal-ს განუცხადა: „წარუმატებელი წელი იყო“ გაყიდვების შემცირების გამო და იმიტომ, რომ ქილებზე გამოსახული არ არის Modelo, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა“.

ერთი კვირის განმავლობაში Bud Light-ის გაყიდვები კვლავ 24%-ით შემცირდა, ხოლო Modelo Especial-ის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა.

სოციალურ მედიაში გავრცელდა იმედდაკარგული საცალო ვაჭრების სურათები, რომლებიც Bud Light-ის 18 შეკვრას სულ რაღაც 2,99 დოლარად აფასებდნენ.

Bud Light-ს მომხმარებელთა დასაბრუნებლად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რადგან TikTok-ის კლოუნი ტრანსგენდერი ვარსკვლავის გამო, მათი ფასეულობები უგულებელყო.

წყარო: https://www.zerohedge.com/markets/bud-light-offers-299-18-pack-after-sales-tumble-accelerates