პოლიტიკასხვადასხვა

ანდერს ფოგ რასმუსენი: „თუ ნატო ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები“

0

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა: „თუ ნატო ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები. ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და მე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვეს ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით. ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”.