2003-2012 წ.წ. საქართველოს სასამართლო თუ პენიტენციური სისტემების თაობაზე სამარისეული სიჩუმის შემდეგ, მოქმედი ხელისუფლების თითოეულ სამართლებრივ გადაწყვეტილებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ გამადიდებელი შუშით დასდევენ. პრობლემებს უქმნიან მათგან დამოუკიდებელ მოსამართლეებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებში მონაწილეობაზე. მათთვის მიუღებელ მოსამართლეებს ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, მოგონილი ბრალდებებით სანქციებს უწესებენ. ამავდროულად გაკომპლექსებენ საკუთარი “სრულფასოვნობით“ და გიბიძგებენ მათ “სანიმუშო” სასამართლო და პენიტენციურ სისტემებს ძირფესვიანად ჩავუჯდეთ, ჩვენთვის ესოდენ ფასეული გამოცდილების შესწავლის მიზნით. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არა მხოლოდ მე დავინტერესებულვარ ამ საკითხით. ჩინეთის სახელმწიფო საბჭო ამ თემას ყოველწლიურად სპეციალურ ანგარიშსაც კი უძღვნის. და რადგანაც ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები“ მთლიანად ეყრდნობიან საქართველოში ამ კუთხით შექმნილ ვითარებაზე დასკვნების გამოტანისას, ისეთ “მიუკერძოებელ” და “ობიექტურ” წყაროებს, როგორიც არიან ქალბატონები გიგაური ან ლომჯარია, მეც ჩინეთის ოფიციალურ წყაროებს მივმართავ და შემოვიფარგლები ბოლო ორი წელიწადის მონაცემებით. სააგენტო “სინხუას” ჩინური ტექსტის წაკითხვა ალბათ გაგვიჭირდება – ამიტომ ბევრისთვის ხელმისაწვდომი ენიდან ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ. დავიწყოთ 2021 წლის ინფორმაციით (http://russian.news.cn/2022-02/28/c_1310492524.htm):
2021 წელს, აშშ-ში დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების 693 ფართომასშტაბური შემთხვევა. ცეცხლსასროლი იარღით დაღუპულთა რაოდენობამ 44 816 ადამიანს მიაღწია, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10,1%-ით აღემატება
2021 წელს აშშ-მ დააკავა 1,7 მილიონი მიგრანტი, აქედან – 45 ათასი ბავშვი. აქედან, სამართალდამცველთა მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაიღუპა 577 ადამიანი, რაც 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ორჯერ აღემატება 2020 წლის მონაცემებს
აშშ-ს გუანტანამოს ციხეში ჯერ კიდევ იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მუდმივი წამების ქვეშ და სამედიცინო დახმარების გარეშე – 39 უკანონო პატიმარი
უფლებადამცველი ორგანიზაცია Mapping Police Violence ანგარიშით – 2021 წელს პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა 1 124 უდანაშაულო ადამიანი
მედია-რესურს USA TODAY-ს თანახმად, 2015 წლიდან პოლიციელების მხრიდან მოკლული იქნა 6 300 ადამიანი, მაგრამ დაპატიმრებულია მხოლოდ 91 ოფიცერი, ანუ მკვლელების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 1 პროცენტი
გამოცემა Assosiated press თანახმად, აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიურო რჩება ქვეყანაში მექრთამეობის, კორუფციისა და საკანომდებლო გადაცდომების ლიდერ-ორგანიზაციად
გამოცემა CTV News თანახმად, 2019 წლიდან ფედერალური პენიტენციური სისტემის 100 თანამშრომელი დაპატიმრებული იქნა ჩადენილი მკვლელობებისა და სექსუალური დანაშაულის გამო
აშშ-ს სტატისტიკური ბიუროს მონაცემების თანახმად, ქვეყნის კერძო ციხეებში სასჯელს იხდის 116 ათასი პატიმარი, რაც ფედერალური ციხეების კონტინგენტის 16%-ს შეადგენს და როგორც წესი, ისინი სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლს წარმოადგენენ
აშშ-ს “განაჩენების გადახედვის ეროვნული რეესტრის” 2022 წლის 11 იანვრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1989 წლიდან შეცდომით განაჩენი გამოუტანეს 2933 ადამიანს, რომელთა უკანონო სასჯელის საერთო ოდენობამ შეადგინა – 25600 წელიწადი. ამასთან ერთად – აშშ-ს 14 შტატში დღემდე არ არსებობს მსგავს შემთხვევებში საკომპენსაციო ანაზღაურების სამართლებრივი ბაზა
2021 წლის 8 ივლისს ვებ-საიტ USA Today-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიურო გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 17% თვლის, რომ აშშ-ს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად.
მე არ ვიცი, რაში უტარებენ სხვადასხვა ტრენინგებს ჩვენს არასამთავრობო სექტორს თუ “ომბუდსმენის ოფისის” თანამშრომლებს – გამორიცხულია მათ იმავე მონაცემებთან წვდომა არ ჰქონდეთ, მაგრამ როდესაც თითქმის იდეალურ პირობებთან მიახლოვებულ საქართველოს სასამართლო თუ პენიტენციურ სისტემას მიწასთან ასწორებენ, მათი აღშფოთებული ხმა არსად ისმის. სამაგიეროდ ეს ხმა ადვილად “იკითხება” სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის მათ მიერ მოწოდებულ, საქართველოს მადისკრედიტირებელ, დამახინჯებულ და ცილისმწამებლურ მონაცემებში. რაც შეეხება ჩვენს ჭკუის მასწავლებელს – ისევ სახარებისეული ციტატით თუ მივმართავ: “რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?”