მთავარი ამბავი

ამერიკული ორმაგი სტანდარტი კავკასიას ომის ზღვარზე აყენებს

0

შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ბრძოლა მოიგო; ამერიკის მთავრობა და გლობალისტური დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მიზნით ყოველწლიურად ათობით მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გააგრძელებენ.

ავტორი გევინ მ. ვაქსი

გასულ კვირას საქართველოს დედაქალაქი ორი ღამით ცეცხლმა, ამბოხებამ და სამოქალაქო არეულობამ მოიცვა. გაშმაგებულმა მასებმა მკაფიოდ განაცხადეს თავიანთი განზრახვის შესახებ – დაემხოთ ქვეყნის მთავრობა. ისინი იმ კანონმა გააღიზიანა, რომელიც დასავლურმა პრესამ და მთავრობებმა რუსულ კანონად მონათლეს. ირონიულად ჟღერს თუმცა ფაქტია, ამ კანონის ინსპირაცია შეერთებულ შტატებში მოქმედი მსგავსი კანონი იყო (რა თქმა უნდა, ამის შესახებ ცრუ დასავლური მედია დუმდა).
1939 წელი იდგა, ევროპაში იარაღის ჟღარუნი ისმოდა. ქალაქ ნიუ იორკში „გერმანულ-ამერიკულმა ფედერაციამ“ მედისონ სკვერ გარდენში გამართულ მიტინგზე 20 ათას ადამიანს მოუყარა თავი. მისმა ლიდერმა, ფრიც კუნმა, თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ შეკრებილი მასები „იყვნენ ამერიკის მოქალაქეები, ამერიკული იდეალებით, რომლებსაც საკუთარი თავი, სახლები, ცოლები და შვილები იმ კონსპირატორებისგან უნდა დაეცვათ, რომლებსაც სურდაც, რომ ეს დიდებული რესპუბლიკა ბოლშევიკური სამოთხის ჯოჯოხეთად ექციათ“.
კუნი თავის განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. იგი საუბრობდა არა მხოლოდ როგორც ამერიკის მოქალაქე, არამედ როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. „ფედერაციასა“ და შეერთებულ შტატებში მოქმედ სხვა არაერთ ორგანიზაციას უშუალოდ ნაცისტური გერმანია აფინანსებდა. ბერლინი „ფედერაციასა“ და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აპათიის დასანერგად ან ნაცისტური იდეალების მხარდასაჭერად იყენებდა, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამებოდა.
მედისონ სკვერ გარდენში გამართული მიტინგის შემდეგ „ფედერაციას“ მრავალმა ადამიანმა აქცია ზურგი. მისი დაისი დიდწილად იმ კანონის აგრესიული აღსრულების დამსახურებაა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ამერიკელთა წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული პროპაგანდის საპასუხოდ მიიღეს: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).
„კონგრესის კვლევის სამსახურის“ თანახმად, FARA „იმიტომ მიიღეს, რომ შეერთებულ შტატებში უცხოური ორგანიზაციების სახელით მოქმედი პირებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ და საადვოკატო საქმიანობას ეწეოდნენ, იუსტიციის დეპარტამენტში დარეგისტრირება მოეთხოვათ, რათა მათ თავიანთი კავშირებისთვის, საქმიანობისთვის, შემოსავლებისა და ხარჯებისთვის, რაც მათ აქტივობასთან იყო დაკავშირებული, ნათელი მოეფინათ“. FARA არ კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და არც უცხოეთიდან ფინანსების მიღებას პროპაგანდის სანაცვლოდ. ამ კანონის თანახმად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის შეტყობინებულ ინფორმაციას ისეთი ფარული მოტივი ხომ არ აქვს, რომელიც შეიძლება შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს.
თუ ამერიკელები აღმოაჩენდნენ, რომ ეს კანონი ასე გაამასხარავებდა საჯარო დისკურსს, კონგრესს შეეძლო ბოლო 85 წლის განმავლობაში საერთოდ გაეუქმებინა იგი, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან კანონი ისე ეფექტურად მუშაობს, როგორც ჩაფიქრებული იყო. FARA-ს ქვეშ მყოფი „რეგისტრირებული აგენტი“ მედიის დიდ ნაწილში არასაიმედოდ მიიჩნევა, რადგან საყოველთაოდ უნდა გამჟღავნდეს ინდივიდის სტატუსი.
FARA-ის ეფექტურობა, როგორც უცხო სახელმწიფოების შემაკავებელი ფაქტორი, ნებისმიერ ქვეყანას იზიდავს, რომელიც საკუთარი ბედისწერის გაკონტროლებას ცდილობს, რათა მისი მოქალაქეები უცხო და, შესაძლოა, მტრული სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არ მოექცენენ. საქართველოშიც სწორედ ისეთი პროტესტი დაიწყო, როგორც 2014 წელს უკრაინაში, რომელსაც ვიქტორია ნულანდი უწევდა დახმარებას: იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს ქართველ ხალხზე თავისი გავლენის დაკარგვა არ სურდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კანონის სხვა მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ქართული კანონი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის შესატყვისია, რომელსაც, მათი თქმით, იქ სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად იყენებენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი (ძირითადად ამერიკული და ევროპული) დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გარკვეულწილად რუსეთის ინტერესებში შედის. არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერები ქართველებს არც მეტი, არც ნაკლები, მარიონეტებად მიიჩნევენ და საშინლად არ სურთ, რომ მათი საქმიანობის – როგორც სხვების სურვილის უსიტყვოდ, მონურად შემსრულებლები – შესახებ ხალხმა შეიტყოს.
დასავლელმა კომენტატორებმა პირდაპირ დაგმეს ქართული კანონი იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან მიიღებდნენ, უცხოური ქვეყნების აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. USAID-ის დაფინანსებული ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს კანონი FARA-ისგან „ძირითადად იმით განსხვავდებოდა“, რომ ამერიკული კანონის თანახმად, „რეგისტრაცია საჭირო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი უცხოეთიდან ფინანსდება. უფრო მეტიც, ადამიანი უნდა იყოს უცხოელი პრინციპალის აგენტი, მათ შორის, თუ უცხო ქვეყნის მთავრობის მითითებით მოქმედებს და მისი კონტროლის ქვეშაა“.

ამერიკელთა კონკრეტული ნაწილი FARA-ის კარგად არ იცნობს. ამ კანონს შეერთებულ შტატებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მუდამ აკრიტიკებენ ობიექტური სტანდარტების ნაკლებობის გამო. აი, რას წერს ერთი იურიდიული კომპანია მის შესახებ: „FARA ისე ფართოდ არის დაწერილი, რომ სიტყვასიტყვით წაკითხვის შემთხვევაში შეიძლება რეგისტრაცია მოთხოვო იურიდიულ ფირმებს, ლობისტურ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებს, საკონსულტაციო ფირმებს, ადამიანთა უფლებების დამცველ არაკომერციულ ჯგუფებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ეთნიკური კავშირების მქონე ორგანიზაციებს, რეგიონული ვაჭრობის მხარდამჭერ ჯგუფებს, ანალიტიკურ ცენტრებს, უნივერსიტეტებს, მედიაორგანიზაციებს, სავაჭრო ასოციაციებს, უცხოური კომპანიების ამერიკულ შვილობილ კომპანიებსა და სხვა კომერციულ საწარმოებს“.
ეს კაპრიზები განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახდა თუ გავითვალისწინებთ ბოლო ხანებში FARA-ის „წყალობით“ იუსტიციის დეპარტამენტის უპრეცედენტო ექსპანსიას. როგორც ჩანს, რეგისტრაციის აუცილებლობაში მკაფიო სიცხადის შეტანით ქართველები ასეთი შესაძლებლობის თავიდან არიდებას ცდილობდნენ.
USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა ფაუერმა, რომელმაც კარიერა სტაბილური ქვეყნების წარუმატებელ ქვეყნებად გადაქცევით შეიქმნა, პროტესტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს „შემოთავაზებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალსა და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური , სოციალური და სხვა ტიპის მისწრაფებები“.
კეთილი. დავუშვათ, რომ შეერთებული შტატები აპირებს დააფინანსოს, გააღვივოს და ბოლოს და ბოლოს შეიარაღოს საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ფერად რევოლუციას მოაწყობენ. ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად ხელს შეუშლიდა ქართველებს ბევრი რამის გაკეთებაში, გარდა სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ამ პერსპექტივამ საქართველოს მთავრობას შემოთავაზებულ კანონზე უარის თქმა აიძულა. შეერთებული შტატები მზად იყო და იმის რეალური შესაძლებლობაც ჰქონდა, რომ ქართულ საზოგადოებაში უთანხმოება გაეჩინა.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ბრძოლა მოიგო; ამერიკის მთავრობა და გლობალისტური დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსა და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მიზნით ყოველწლიურად ათობით მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გააგრძელებენ. სამანტა პაუერი და მისი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ სამუდამოდ გააგრძელებენ ამ თამაშს და საფრთხეს სხვა ლიდერებს, მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, შეუქმნიან. თუმცა რამდენ ხანს მოითმენს მსოფლიო ამ აღმაშფოთებელ ამერიკულ ორმაგ სტანდარტს? კიდევ რამდენ სახელმწიფოში გამოიწვევს არეულობას შეერთებული შტატები „დემოკრატიის“ სახელით, რათა მათ ბედისწერაზე თავისი სუვერენიტეტი დაამტკიცოს?
გევინ მ. ვაქსი ნიუ იორკში მოღვაწე კონსერვატორი პოლიტიკური აქტივისტი, კომენტატორი, კერძო დეტექტივი და სტრატეგია. იგი ნიუ იორკის ახალგაზრდა რესპუბლიკელთა კლუბის თავმჯდომარეა.

წყარო: https://is.gd/ZjVOv3