მთავარი ამბავი

პიტერ ჰიჩენსი – ამერიკის გადაყვარება

0

ავტორი პიტერ ჰიჩენსი

8 სექტემბერი, 2023 წ.

აშშ-ში პირველად 1977 წელს ჩამოვედი, ერთი თვე ნორმალურად არ მძინებია.სახლში მისვლისთანავე უკან დაბრუნებამინდოდა, ალბათ სამუდამოდ, თუმცა ვერ მოვახერხე.ეს ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, რადგან, როგორც სტანდარტული ინგლისელი სნობი და მემარცხენე, ვფიქრობდი, რომ ამერიკაში შემიზიზღებდნენ.ჟურნალ ‘ეკონომისტის’ (Economist) კონკურსში გავიმარჯვე და იმ ქვეყანაში წასვლის შესაძლებლობა გამიჩნდა, რომელშიც იმ პერიოდში ბრიტანელების უმეტესობა ხშირად არ ჩადიოდა, როდესაც ინგლისი გაცილებით ინგლისური იყო, ამერიკა კი გაცილებით ამერიკული.

‘ეკონომისტმა’ ზებგერითი ‘კონკორდის’ (იმ დღეებში ნიუიორკში ფრენააკრძალული იყო)ორი ორმხრივი ბილეთი გადმომცა და ერთი კვირა იმ სასტუმროში უნდა მეცხოვრა, რომელიც მანჰეტენის ცენტრალურ პარკსგადაჰყურებს.ისინი დავარწმუნე, რომ ვაშინგტონსა და ნიუ იორკს შორის მატარებლით გვემგზავრა. ასევე რამდენიმე ღამე ჩრდილოეთი ამერიკის ერთ-ერთ ულამაზეს სასტუმრო Tabard Inn-შიგავათენეთ. ამერიკის მიმართ უარყოფითად ვიყავი განწყობილი, თუმცა ამ ყველაფერმა ჩემში ბევრი რამ შეცვლა.

დალესის სახელობის აეროპორტში ჩავფრინდით, ღრუბლებზე მივცურავდით და  ავიაკომპანიის მორთმეულ შამპანურ ‘დომ პერინიონს’ მივირთმევდით. დღესდღეობით ეს შეუძლებელია. სიხარულს ვერ ვმალავდით, როდესაც ეკიპაჟის კაბინაში მიგვიწვიეს, რათა ის გვენახა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ვერასოდეს ნახავს – მრუდი დედამიწის ზედაპირი და წარმოუდგენელი, ამაღელვებელი მუქი ლურჯი ცა 60 ათასი ფუტის სიმაღლეზე. აეროპორტში გასავლელმა პროცედურამ ეს ეიფორიავერ ჩააცხრო. რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ რამდენიმე წუთით შევყოვნდით.იმ დროს ისეთი ვიზა მქონდა, რომელიც აშშ-ში მრავალჯერ შესვლის უფლებას მაძლევდა. მასში მოქმედების ვადა შეცდომით ეწერა- „განუსაზღვრელი დროით“ (ამ ვიზას მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ ვიყენებდი, სანამ „უსაფრთხოების“ ეპოქამ არ დაგვჯაბნა).

46 წლის წინ ეს არავის არ აინტერესებდა. ჩამოსულ სტუმრებს არ ამოწმებდნენ, არც თითის ანაბეჭდებს უღებდნენ. ასეთი რამ არც კი არსებობდა. იმ პერიოდის ამერიკაში ბრიტანელი სტუმრები თვალში დიდად არ მოგხვდებოდნენ, რადგან ჩვენმა მთავრობამ უცხოეთში არასაკმარისი მყარი ვალუტის დახარჯვაზე უარი განგვიცხადა. ჩვენს პასპორტში სპეციალური გვერდიიყო,რომელშიც უნდა მიგვეთითებინა, თუ რა რაოდენობის თანხა მიგვქონდა საზღვარგარეთ. ამგვარად, ამერიკაში ისე იშვიათად შეხვდებოდით ინგლისელს, რომ ხშირად მეკითხებოდნენ, ავსტრალიელი ხომ არ ვიყავი. მალევე მივხვდი ამის მიზეზს.მე ხომ კარგად ვერ ვსაუბრობდი ‘ამერიკულად’. კიდევ ერთი მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ იმ წლებში ამერიკას უფრო ბევრი ავსტრალიელი სტუმრობდა, ვიდრე ბრიტანელი.

როდესაც ვაშინგტონში ვერცხლისფერი ავტობუსით მივდიოდით, გზად ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქი (არაინკორპორირებული ტერიტორია) ლენგლი გავიარეთ, დიდი სიამოვნება განვიცადე, როდესაც თვალი მოვკარი შემდეგ ასოებს – CIA, რაც სინამდვილეში  მარჯვნივ მოხვევის ზოლსაღნიშნავს.ამაში მდგომარეობდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული განსხვავება, რომელიც ლამაზად იყო გადმოცემული. ჩამოდიხარ ქვეყნიდან, რომელიც თავს იკატუნებდა, რომ სადაზვერვო სამსახურიც კი არ ჰქონდა, ეს ამაღელვებელი და შოკისმომგვრელი სანახაობაიყო. თეთრ სახლში სუსტი და გულწრფელი ჯიმი კარტერი ცხოვრობდა, რონალდ რეიგანი ჯერ კიდევ არ ჩანდა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ძალიან საუცხოოდ და მომხიბვლელად მეჩვენებოდა.

ამერიკაში მატარებლით პირველიმოგზაურობაც ამაღელვებელი აღმოჩნდა, როდესაც ვაშინგტონის დახურული ‘იუნიონ სტეიშენიდან’ მანჰეტენის ოფლიან სარდაფში, ‘პენ სტეიშენზე’, ამოვყავი თავი.

ჩემთვის ამერიკა მატარებლებიიყო (და ყოველთვის ასე იქნება). სტივენ უინსენტ ბენეტის პაროდია: „შემიყვარდა ამერიკული მატარებლები, უზარმაზარი მატარებლები, რომლებიც სწრაფად არასოდეს დადიან…“ამერიკა ბავშვობაში ფილმებითა და ტელევიზიით გავიცანი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მონუმენტის ხეობა იწყებოდა იქ, სადაც ჩიკაგოს გარეუბნები მთავრდებოდა. უზარმაზარი მატარებლები, რომლებიც მთელ ქვეყანას სერავდნენ, თავს იყრიდნენ გზის პირას მდებარე პაწაწინაქალაქებში.

შემდეგამერიკელთა შეუდარებელმა სტუმართმოყვარეობამ გაგვაოცა. ჩემი მეუღლის შვეიცარიელ-გერმანელი ბიძა, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში იბრძოდა, ბოსტონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს დაუმოყვრდა. ღარიბი და შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ უფულო და უმეცარ ადამიანებს საპატიო სტუმრებივით გვექცეოდნენ. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ასე გავიცანით ახალი ინგლისი. მოულოდნელი ლამაზი დღეები, ლობსტერები. როგორ არ უნდა შეგვყვარებოდა ამერიკა?ზებგერითი თვითმფრინავით სახლში დავბრუნდით, ფუფუნებისა და შამპანურის მიუხედავად, სევდა მოგვაწვა.

როგორც კი შესაძლებლობა მომეცა კვლავწავედი ამერიკაში. მოსკოვში ვმუშაობდი, თუმცა ისემომწონდა იქაურობა, რომ 1993 წელს საცხოვრებლად დედაქალაქ ვაშინგტონში გადავედი, რომელიც იმ დროს განსაკუთრებით საუცხოო ადგილი იყოან ასე მეგონა მაშინ, რადგანამერიკამ ცივი ომი მოიგო და მსოფლიო თავისუფლების ახალი დაბადების ზღარზე იდგა.

ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლითპირდაპირ ციმბირიდან ჩავედი. ამაღელვებელი ნახტომი იყო, პლანეტის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე აღმოვჩნდი. თითქმის ყველაფერი მოგვეწონა.

ვაშინგტონის ახალმა და სუფთა მეტრომ, მისმა დიდებულმა, თაღოვანმა სადგურებმა, როგორც ჩანს, გაანადგურა მანამდე ჩემს გონებაში არსებული წარმოდგენა, რომ ამერიკელებმა პირადი სიმდიდრე არჩიესსაზოგადოებრივ სიღარიბეს.მოგვწონდა გიგანტური წიგნის მაღაზიები, საკვები, ენის განსხვავებული რიტმი, საბავშვო წიგნები, რომლებიც სხვა ცივილიზაციას ეკუთვნოდა (განსაკუთრებით Blueberries for Sal), ადგილობრივი საცურაო გუნდი, სამოქალაქო ომის ბრძოლის ველებისა და დამფუძნებელი მამებისამაღელვებელი სიახლოვე დროსა და სივრცეში. რაც შეეხება სახლს, ვფქირობ, რომ ‘მონტიჩელო’ ჩემი იდეალია. უკვე გვიყვარდა იქაურობა, როდესაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სახლში დაბრუნება მოგვიწია. ‘კუნარდ ლაინის’ (Cunard Line) კიჩოდან დაბნეულები ვუყურებდით მანჰეტენს, რომელიც ჰორიზონტში იძირებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს ამერიკა უკვე ჩვენს სამშობლოდ მიგვაჩნდა. დავბრუნდებოდით კი უკან ოდესმე? ამერიკაში ჩასვლისას ხშირად ვნერვიულობდი, რომ ეს შეიძლება ბოლო ვიზიტი ყოფილიყო და ჩაფიქრებული ვუყურები ‘ბლუ რიჯს’ (Blue Ridge, სადაც საშობაო ნაძვის ხეების მოსაჭრელად მივდიოდით ხოლმე), როდესაც თვითმფრინავი დალესის სახელობის აეროპორტის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე მისრიალებდა.

შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, ეს იყო 11 სექტემბერი, რამაც ცვლილებების აუცილებლობაზე მიგვანიშნა, დაბნელა ცა, გაიზარდა უნდობლობა, მკაცრი ბიუროკრატია.  ასეთმა მიდგომამ საქმე გაურთულა ამერიკელებს, რაც კიდევ უფრო თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი უცხოელი თაყვანისმცემლებისთვის. ამერიკის დიდებულება თანდათანობით გაქრა. ვაშინგტონის მეტროში არაერთი ინციდენტიმოხდა. დედაქალაქი გაიზარდა და ულაზათოდ განაშენიანდა.ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს ეს სხვა ქვეყანაში ხდებოდა და არა ოპტიმისტურ და თავისუფალ ამერიკაში, მე ხომ ასეთ ამერიკას ვიცნობდი. ადრე ამერიკაში წყნარად და ლაღად მოგზაურობდი, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა. გამკაცრებული და გადაჭარბებული უსაფრთხოების გამო გუშინდელი ლაღი მოგზაურობა დღეს მოსაწყენი გახდა. ვიცი, რომ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებებია, მაგრამ მეტი რა ვთქვა? მდგომარეობა მატარებლებშიცგაუარესდა. ‘ემთრაქმაც’ (Amtrak) შეცვალა მიდგომა. ადრე საუზმეს ნამდვილი ჭურჭლით მოგართმევდნენ, ახლა კი სპეციალური შემცვლელი ნივთიერებით დამზადებულ თეფშებს იყენებენ.

ბოლო ვიზიტისასთვითმფრინავებში გადაჯდომისას ცუდი გრძნობა დამეუფლა, თვალში საცემი იყო უსუფთაობა, გადაჯდომის პროცესი კი დამღლელი, ხოლო არასტუმართმოყვარე, ხალხით გადაჭედილ აეროპორტშიქაოსი სუფევდა. ყველგან გრძელი რიგები მოგხვდებოდათ თვალში. დამწუხრებული ადამიანები ომში დამარცხებულ ჯარისკაცებს ჰგავდნენ.სან ფრანცისკოს ზოგიერთ ნაწილში სიღარიბეა, მეშინია ამ ქალაქში დაბრუნების. მის უკან დაკნინებული ქვეყნა იმალება. მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ ამერიკა კიდევ უფრო გაღარიბებული და გაპარტახებული ჩანს, ეს შეგრძნება სულ უფრო და უფრო ძლიერდება ერაყის ომის შემდეგ. ვეღარ განვიცდი იმას, რასაც 1970-1980-იან წლებში განვიცდიდი, როდესაც ამ ქვეყანას ვსტუმრობდი. კანონის უზენაესობა აქტუალურობას კარგავს. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში თავისუფლება იზღუდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და უფლებათა ბილით დაცული გარანტიები სუსტდება.

ასევე უნდა ვაღიარო, რომ ვაშინგტონთან დაკავშირებული გრძნობებიჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ შემეცვალა. იგი რუსეთის საკონსულოს მოპირდაპირემხარეს მდებარე მშვენიერ ბინაში ცხოვრობდა და გენერალ მაკლელანის ქანდაკებას ზემოდან გადმოჰყურებდა. მას წლების განმავლობაში ვსტუმრობდი. ჩემი ძმა იქ აღარ ცხოვრობს და აღარც იცხოვრებს. ვაშინგტონი უბრალოდ უზარმაზარი ქალაქია, რომელშიც აღარაფერი მესაქმება, არც მაინტერესებს და არც აღმაფრთოვანებს. ვეღარ განვიცდი იმას, რასაც ცივი ომის დასრულების შემდეგ განვიცდიდი, როდესაც რონალდ რეიგანი და მიხაილ გორბაჩოვიუკეთეს მომავალს იმედოვნებდნენ.

ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ვესტუმრე ვაშინგტონს. სტუმართმოყვარეობის მიუხედავად, ერთი სული მქონდა, როდის დავტოვებდი ამ ქალაქს. როდესაც ადამიანები ვაშინგტონში ჩასვლას მთხოვენ, ერთი წუთი ვფიქრდები და უარს ვამბობ. ამერიკა აღარ მიყვარს.

https://www.theamericanconservative.com/falling-out-of-love-with-america/