ვაშინგტონისთვის ძვირფასი პატარა საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, კვლავ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
ავტორი გიორგი ლაშა კასრაძე
საქართველოს დასავლელი დამკვირვებლები იმედგაცრუებულნი არიან იმ ფაქტით, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის გაჩაღებულმა ქიშპობამ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უფრო პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგა. ამის გამო დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, დასავლეთის კრიტიკა დაიმსახურა. თბილისს საქართველოსთვის ტრადიციული პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ. ეს კრიტიკა გაკვირვებას იწვევს მეტწილად იმის გამო, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დადანაშაულება, რეალურად არ ასახავს ქართული საზოგადოების კოლექტიურ სულისკვეთებას. საქართველოს თვალსაჩინო ისტორია მის პროდასავლურ სტრატეგიულ კულტურაშია გამჯდარი. ულტრანაციონალისტმა, მაგრამ დემოკრატიულად არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამაც კი სცადა ვაშინგტონთან თავისი „სტრატეგიული იდეალიზმის“