პენტაგონისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელები კიევში ჩავიდნენ
20 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი არაოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია. ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებში უხერხულობა შეიქმნა. პრეზიდენტი ზელენსკი საარტილერიო ჭურვების შემცირების გამო უკმაყოფილებას არ მალავს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ამ ჭურვებს ახლა ისრაელს უგზავნიან, რომელიც ღაზაში ომობს.
„ჩემთვის პატივი იყო კიევში პრეზიდენტ @ZelenskyyUa-სთან შეხვედრა, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, − დაწერა ოსტინმა X-ზე. „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის მომარაგებას აუცილებელი სამხედრო მოთხოვნებითა და გრძელვადიანი თავდაცვითი საშუალებებით“, − დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
„დღეს აქ ვარ, რათა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი − შეერთებული შტატები კვლავ დაეხმარება უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, როგორც ახლა, ასევე მომავალში“
ვაშინგტონმა და პენტაგონმა იმ დროს დაიწყო „გრძელვადიან თავდაცვაზე“ საუბარი, როდესაც ნათელი გახდა, რომ უკრაინელთა კონტრშეტევამ კრახი განიცადა.
კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ ბაიდენის მოთხოვნებს ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს, რადგან აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით თუ რა გაუგზავნონ ისრაელს და რა არის გამოყოფილი უკრაინისთვის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლოიდ ოსტინი უკვე მეორედ ჩავიდა კიევში. „დღეს აქ ვარ, რათა გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი − შეერთებული შტატები კვლავ დაეხმარება უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, როგორც ახლა, ასევე მომავალში“.
„რუსეთის სტრატეგია უკრაინის შეიარაღებული ძალების სისხლისგან დაცლა და კიევში პოლიტიკური კრიზისის შექმნაა“
გასულ კვირას უკრაინას არაოფიციალური, გასაიდუმლოებული ვიზიტით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსიც ეწვია, რომელმაც ზელენსკისთან, ასევე სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების მაღალჩინოსნებთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართა. გაზეთ Asia Times-ში გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად, ეს აურზაური არის იმის პასუხი, რომ ბრძოლის ველზე მოვლენები მათთვის არასასიამოვნოდ ვითარდება. ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის საწარმოებლად ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. Asia Times-ში დაწერეს:
„ოთხშაბათი, 15 ნოემბერი უკრაინის ომის Z-დღეა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევს ზელენსკისთან სასწრაფო, ფარული შეხვედრებისთვის ეწვევა. ჩნდება შეკითხვა: რატომ ჩადის ბერნსი სასწრაფო მისიით უკრაინაში?
პასუხი შემდეგია: უკრაინა შიგნიდან ინგრევა. ზელენსკის რეჟიმის ჩამონგრევა გასაკვირი არ არის − უკრაინამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა დიდხანს გაეძლო. უკრაინამ ან რუსეთთან უნდა გამონახოს საერთო ენა, ან ქვეყანაში ამბოხება მოხდება.
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ღაზაში დაწყებული კრიზისის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მიმართ ყურადღება მოადუნა
მართლაც, ბოლო ხანებში მედიაში ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი კიევს მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებს. ოსტინისა და ბერნსის ვიზიტებისას ამ საკითხს ხომ არ განიხილავდნენ?
„რუსეთის სტრატეგია უკრაინის შეიარაღებული ძალების სისხლისგან დაცლა და კიევში პოლიტიკური კრიზისის შექმნაა“, − ნათქვამია Asia Times-ის სტატიაში, − „რუსეთის ნაადრევმა წარმატებამ მოსკოვიც გააოცა და ვაშინგტონიც“.
ბოლო ხანებში ზელენსკიმ ომის კაბინეტში არაერთი საკადრო ცვლილება განახორციელა. ეს ყველაფერი ღრმა უთანხმოებაზე მიანიშნებს. ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ღაზაში დაწყებული კრიზისის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის მიმართ ყურადღება მოადუნა, რამაც, თავის მხრივ, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის შემცირებაც განაპირობა.