საქართველოს პრემიერმა ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა – “როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე, ისაუბრა მშვიდობის პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი ათწლეული, როდესაც საქართველოში არ ყოფილა ომი.
პრემიერი საკუთარ გამოსვლაში შეეხო, საქართველოსთვის დამახასიათებელ ტოლერანტობას და მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისევე როგორც არ დაუშვებს, უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.