საზოგადოებასხვადასხვა

აის ქიუბი: მეინსტრიმული მედია „დიდი მაკონტროლებელი მატრიცაა“, რომელიც გლობალური ელიტის ინტერესების გათვალისწინებით ადამიანთა „გონებისა და ემოციების“ დამონებას ემსახურება

0

4 ივლისი, 2023 წ.

ამერიკელ რეპერ აის ქიუბის (Ice Cube) თქმით, გასართობი ინდუსტრია და მეინსტრიმული მედია „დიდი მაკონტროლებელი მატრიცაა“, რომელიც კაცობრიობის დამონებას ემსახურება და გლობალური ელიტის ინტერესების გათვალისწინებით ჩვენს „გონებას, ემოციებსა და მოძრაობებს“ აკონტროლებს.

ცნობილი რეპერმა და მსახიობმა პოდკასტ Joe Rogan Experience-ში მონაწილეობისას იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ თქვა უარი როლზე, როდესაც 9 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი ვაქცინა უნდა გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის გასართობი ინდუსტრია მასზე უზარმაზარ ზემოქმედებას ახორციელებდა და აშანტაჟებდა.

The Source-ის სტატიაში ნათქვამია: ამის შესახებ თავდაპირველად Hollywood Reporter-მა გაავრცელა ისტორია, თუმცა ამერიკელი რეპერი „კოვიდ“-ვაქცინის გაკეთებაში ვერ დაარწმუნა. „იცით, ისინი ჩემი საქმიანობის გამომზეურებას ცდილობენ, ჩემზე ზემოქმედებას ახორციელებენ, ყველა მეუბნება, რომ სულელი ვარ, უნდა ავიცრა და უნდა ვუთხრა: „გთხოვთ, მომეცით როლი“, − განაცხადა აის ქიუბმა, − „იცით, ეს არასოდეს მოხდება, არ მადარდებს, თუნდაც 20 მილიონი აშშ დოლარი შემოეთავაზებინათ. ეს არასოდეს მოხდება“.

ჯო როგანმა, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებით კრიტიკულ დამოკიდებულებას არასოდეს მალავდა, რეპერს გადაწყვეტილება მოუწონა. „ამ ვაქცინას თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად რომ ემოქმედა, ჯანმრთელობის აღსადგენად ისევ ამ 20 მილიონს გადაიხდიდით“, − დასძინა ამერიკელმა კომიკოსმა.

https://thepeoplesvoice.tv/ice-cube-mainstream-media-is-vast-control-matrix-enslaving-minds-and-emotions-on-behalf-of-global-elite/