„გერმანიაში კონსერვატორების ხმა უნდა ისმოდეს…“
28 ივნისი, 2023 წ.
კვირას, გერმანიის პარლამენტში ყველაზე მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც თავისი ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში არჩევნებში პირველ წარმატებას მიაღწია. პარტიამ ზონებერგის რაიონში (თიურინგიის ფედერალური მიწა) გამარჯვებას მიაღწია და პირველად მოხვდა ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
პარტიის ეს გამარჯვება არც გადაჭარბებით უნდა შეფასდეს და არც უნდა დაკნინდეს. როგორც უნდა იყოს, AfD-ს გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში კვლავ პარტიად განიხილავენ. მასთან კოალიციის შექმნა არც მემარჯვენე-ცენტრისტულ CDU/CSU ალიანსს სურს და არც მემარცხენე პარტიებს − იქნება ეს ფედერალურ თუ სახელმწიფო დონეზე. ამავდროულად, ორშაბათს გავრცელებული საგაზეთო სტატიების ცნობით, AfD-ის წარმატებამ გერმანიაში მოქმედ ებრაულ და თურქულ ორგანიზაციებში სერიოზული შეშფოთება და შიში გამოიწვია. ზოგიერთი ადამიანი დემოკრატიის საყოველთაო კრიზისის შესახებ საუბრობს.
„სამწუხაროდ, დღეს გერმანია დემოკრატიისგან შორს არის. დემოკრატიულ ქვეყანაში სხვების ხმები, მათ შორის კონსერვატორების ხმებიც უნდა ისმოდეს“, − განაცხადა გიუნტერ ოსვალდმა, რომელიც ვიღაც ხელმოცარული, ლუდის მსმელი ადამიანი არ გეგონოთ, მას ქალაქ მილჰაუზენში 150 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
AfD-ის მთელ გერმანიაში ამომრჩეველთა 19 პროცენტმა მისცა ხმა. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უსწრებს წამყვან სამთავრობო პარტია სოციალ-დემოკრატებს და მეორე ადგილზეა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პარტიების შემდეგ.
მეინსტრიმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, AfD აღმოსავლეთ გერმანიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მხოლოდ ერთ რაიონში გაიმარჯვა, ეს წარმატება ევროპული მეინსტრიმისთვის (რომელსაც სძულს რიგითი მოქალაქეები) გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს. მომავალ წელს ევროკავშირში არჩევნებია.
ავსტრიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა AfD-ის თანამოაზრე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ), საფრანგეთში კი „ეროვნული გაერთიანება“ (National Rally) იკრებს ძალებს.
კვირას საბერძნეთში გამართულ არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს, მომავალ თვეს კი ესპანეთში გაიმართება არჩევნები.
https://rmx.news/commentary/afds-success-is-a-warning-sign-to-europes-mainstream-parties/