რეზიდენტი ავტორებისხვადასხვა

აჩრდილი დაძრწის საქართველოში – აჩრდილი რევოლუციის

0

დავით ქართველიშვილი

კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის 1848 წლის ამ ცნობილი გამონათქვამის პერეფრაზირებას, რომლის დედანი ევროპას და კომუნიზმს ეხებოდა – იძულებულები ვართ მივუბრუნდეთ დღესაც, 2023 წელს. და ყოველივე ეს ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ – „გლობალური ომის პარტიისა“ და მათი ნორჩი „ლოკალური ომის პარტიის“ წევრების წყალობით. 2003 წლის შემდეგ ჩვენი ნეო-ტროცკისტების მიერ მომდევნო სერიოზული მცდელობა, საქართველო კვლავ რევოლუციურ რელსებზე დაეყენებინათ – ვიხილეთ 2014 წლის 24 ივლისს ქ.კიევში, სადაც „საქართველოს განთავისუფლების შტაბი“ ჩამოყალიბდა, რომლის დაფუძნებას ესწრებოდნენ გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ბარამიძე, დავით საყვარელიძე, გიგი ბოკერია და გივი თარგამაძე. აღნიშნული შტაბის ძირითად ამოცანად დაანონსდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობა, ქვეყნის რამოდენიმე გეოგრაფიულ ლოკაციაზე ერთდროულად მასობრივი საპროტესტო მიტინგების ჩატარების გზით.
შტაბის დამფუძნებელ კრებაზე, დაფიქსირდა „უკრაინა-საქართველოს ურთიერთდახმარების მემორანდუმი“, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს უნდა განეხორციელებინა დაქირავებული კონტინგენტის მოძიება დომბასში „ანტიტერორისტულ ოპერაციებში“ მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შემდგომში აღნიშნულ კონტინგენტს მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოში მოქმედი ხელისუფლების ძალისმიერი გზით ჩამოგდებაში. შტაბის ჩამოყალიბებიდან რამოდენიმე კვირაში, 2014 წლის აგვისტოში, თბილისს ეწვია უკრაინული მაიდანის პოლიტტექნოლოგთა უფრო ფართო შემადგენლობა, მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორის ს.ფედორჩუკის ხელმძღვანელობით – შესაბამისი „მასტერ-კლასების“ ჩატარების მიზნით. გავიდა 9 წელიწადი. “საქართველოს განთავისუფლების შტაბმა” თავისი დაფუძნების ამოცანები ვერ შეასრულა, დამფუძნებლები კი ამჟამად ერთმანეთის განადგურებით არიან დაკავებული, მთავარი დამფუძნებელი – “ციხეშია” და “კამო-ობანას” თამაშობს, ხოლო “დონბას”-რუსეთთან ომგამოვლილი კონტინგენტი კვლავინდებურად გვემუქრება – ჩვენ ფიზიკური განადგურებით, ხოლო ხელისუფლებას – ძალისმიერი გზით ჩამოგდებით. მათ სათავეში კი უკვე არა “შტაბი”, არამედ “ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა” უნდა ვიხილოთ. პოლიტიკური „შიზოფრენიის“ ცალკე გამოვლინებაა კიდევ ლევან ხაბეიშვილის „შაჰიდური“ გამოხტომები და მუქარები.

მაგრამ დღეს, როდესაც ამ პროცესების აჩრდილებზე ვსაუბრობთ საქართველოში, მინდა გავიხსენოთ ამათი „სულიერი“, უფრო სწორედ კი უ-სულო გურუები, რომლებმაც „სოროსის იმპერიის“ ფარგლებში შექმნეს ის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელსაც აწ განსვენებული აკერმანიც – „არაძალადობრივი მეთოდების“ კლასიფიცირებას ანიჭებდა. ეს ბროშურა, რომლის მიხედვითაც სექტა დღემდე წვალობს, მაგრამ თავისას არ იშლის – საკმაოდ ვრცელია. ამიტომ გავაკეთე მოკლე ამონაწერი მისი ამერიკელი ავტორის, „სოროსის იმპერიის“ მთავარი იდეოლოგის, საზოგადო მოღვაწე ჯინ შარფის (1927-2018), მეთოდური ნაშრომიდან: “როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი”. რამოდენიმეს შეგახსენებთ, იქნება რომელიმე გეცნობათ:

✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)
✓ საჯარო გამოსვლები
✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები
✓ ჯგუფური პეტიციები
✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები
✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია
✓ ჯგუფური ლობბი
✓ პიკეტირება
✓ ფსევდო არჩევნები
✓ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან
✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა
✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები
✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები
✓ საპროტესტო მიტინგები
✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა
✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება
✓ სტუდენტური გაფიცვები
✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი
✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე
✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება
✓ მეწარმეთა გაფიცვა
✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა
✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა
✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება
✓ პატიმართა გაფიცვა
✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი
✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება
✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები
✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება
✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა
✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა
✓ საგზაო ნიშნების დაზიანება
✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა
✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ მჯდომარე გაფიცვები
✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა
✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ამბოხი
✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა
✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება
✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა
✓ შიმშილობა
✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება
✓ გზების ბლოკირება
✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა
✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა
✓მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება
✓ მაროდიორობა
✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა
✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება
✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა

ეს არის ამონარიდი ზემოხსენებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოდან. ხოლო ჩვენს გარშემო კი – რეალობაა. რამდენად თავსებადია ეს რეალობა ჩამოთვლილი ქმედებების რეალიზებასთან თავად განსაჯეთ, თორემ მცდელობა ამ საპროგრამო ბროშურის ცალკეული პუნქტების პრაქტიკული გამოყენებისა, რა თქმა უნდა ადვილად იკითხება…