იელის უნივერსიტეტის ახალი მოხსენების თანახმად, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის ბევრი ევროპული, სხვადასხვა მასშტაბით რუსეთში დღემდე აწარმოებს ბიზნესს და უგულებელყოფს საზოგადოების ზეწოლას დატოვოს ეს ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყების გამო.
მათგან 223 კომპანია „ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს“. მათ შორის არიან ცნობილი კომპანიები: Boggi, Benetton, Calzedonia (იტალია), Clarins, Etam, Lacoste (საფრანგეთი), Siemens Healthineers, B. Braun (გერმანია) და Philips (ნიდერლანდები). რუსეთში ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს ასევე განაგრძობენ შემდეგი კომპანიები: Tom Ford, Tupperware, TGI Friday’s (აშშ), Alibaba, Tencent, ZTE (ჩინეთი), Emirates Airlines (არაბთა გაერთიანებული საამიროები), Egyptair (ეგვიპტე), Qatar Airways (კატარი), Turkish Airlines (თურქეთი).
რაოდენობას ადგენს და რეგულარულად აახლებს იელის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ომის დაწყების დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, თვალყურს ადევნებს კორპორაციულ განცხადებებს.
საერთო ჯამში, იელის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში თავი მოიყარა 1,389 საერთაშორისო კომპანიამ, რომლებიც ხუთ კატეგორიად არიან დაყოფილი:
პოზიციების შენარჩუნება: 223 კომპანია, რომელიც რუსეთში დღემდე „ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს“, მათ შორის ზემოხსენებულ კომპანიები;
საქმიანობის დროებითი გადადება: 162 კომპანია, რომელმაც დროებით უარი თქვა ოპერირებაზე, თუმცა რუსეთში დღემდე განაგრძობს „რეალური ბიზნესის“ წარმოებას;
მასშტაბების შემცირება: 170 კომპანია, რომელმაც შეამცირა ზოგიერთი „მნიშვნელოვანი“ ოპერაცია, თუმცა სხვა სახის საქმიანობას განაგრძობს;
დროებითი შეჩერება: 493 კომპანია, რომელმაც რუსეთში დროებით შეაჩერა „უმეტესი ან ყველა“ ოპერაცია, თუმცა გარკვეული სახის ფინანსურ შემოსავლს დღემდე იღებს.
სრული უარი: 341 კომპანია, რომელმაც რუსეთში „მთლიანად“ შეაჩერა საქმიანობა.
სამი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე კატეგორია – ‘პოზიციების შენარჩუნება’, ‘საქმიანობის დროებითი გადადება’ და ‘მასშტაბების შემცირება’ – 555 კომპანიას აერთიანებს, რაც მონაცემთა ბაზის თითქმის 40 პროცენტია.
ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებში დაფუძნებულმა არაერთმა ცნობილმა კომპანიამ – AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი), Barilla (იტალია), Bayer (გერმანია), BlaBlaCar (საფრანგეთი) – ‘დროებითი გადადო საქმიანობა’.
ამ კატეგორიას ასევე მიეკუთვნებიან შემდეგი კომპანიები: Engie (საფრანგეთი), Giorgio Armani (იტალია), ING Bank (ნიდერლანდები), Merck (გერმანია), Nestle (შვეიცარია), Red Bull (ავსტრია), Total Energies (საფრანგეთი), Unilever (დიდი ბრიტანეთი) და Yves Rocher (საფრანგეთი).
‘მასშტაბების შემცირების’ კატეგორიაში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები: Adobe (აშშ), Allianz (გერმანია), Google-ის დედობილი კომპანია Alphabet (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Duolingo (აშშ) , Eni (იტალია), Ferrero (იტალია), JPMorgan (აშშ), Microsoft (აშშ), Ørsted (დანია), Pirelli (იტალია), Spotify (შვედეთი), Toyota (იაპონია) და Vattenfall (შვედეთი).
უცნობია თუ რა ფინანსურ სარგებელს ნახულობენ ეს კომპანიები რუსეთში ოპერირებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დასავლურმა სანქციებმა ან ქვეყნის ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებს გარკვეული ზიანი მიაყენა.
ამის მიუხედავად, რუსეთში მათი საქმიანობა, როგორც ჩანს, ძირს უთხრის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ერთიანობას, რომლებიც თვეებია ცდილობენ, რომ რუსეთს შემოსავლები შეუმცირონ და კრემლის ომის მანქანას ფინანსური უზრუნველყოფა მოუსპონ.
„ჩვენი სანქციები კომპანიებს რუსეთის დატოვებას არ ავალდებულებენ. ქვეყნის დატოვება ბევრმა მათგანმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა“, განუცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა Euronews-ს იელის უნივერსიტეტის დასკვნების საპასუხოდ.
„ის კომპანიები, რომლებიც დღემდე რუსეთში რჩებიან ევროკავშირის სანქციებს არ არღევევენ, თუ იმ სექტორებსა ან სუბიექტებთან არ ითანამშრომლებენ, რომლებსაც სანქციები დაუწესეს“.
იელის უნივერსიტეტის ექსპერტთა გუნდის ინფორმაციით, 493 საერთაშორისო კომპანია რჩება ‘დროებითი შეჩერების’ მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან მიმართებით მათ დროებით შეაჩერეს ან დაბლოკეს კომერციული აქტივობების უმეტესი ნაწილი, გაყიდვები, საზღვაო გადაზიდვები, ფრენები, ჯავშნები, ფინანსური ტრანზაქციები და სხვა სერვისები, თუმცა ამ ქვეყანასთან კავშირები არ გაუწყვეტიათ.
Accenture (ირლანდია), Aldi (გერმანია), Asda (დიდი ბრიტანეთი), Deloitte (აშშ), Deutsche Bank (გერმანია), Equinor (ნორვეგია), Heineken (ნიდერლანდები), IBM (აშშ), Ikea (შვედეთი), Lufthansa (გერმანია), McDonald’s (აშშ), Mercedes-Benz (გერმანია), Netflix (აშშ), Nike (აშშ), Nissan (იაპონია), Nokia (ფინეთი), Renault (საფრანგეთი) და Vodafone (დიდი ბრიტანეთი) იმ 341 კომპანიას შორის გხვდებიან, რომლებიც მთლიანად გავიდნენ რუსეთიდან.
ამ ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან „ევროვიზია“ და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებს თავიანთ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალეს.
იელის უნივერსიტეტი ამ მონაცემთა ბაზას აახლებს იმით, რომ აანალიზებს სხვადასხვა წყაროს მიწოდებულ ინფორმაციას, როგორებიცაა მთავრობის გამოცემული მარეგულირებელი დოკუმენტები, საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიის განცხადებები, მედიის მოხსენებები და კომპანიის ინსაიდერებისა და ინფორმატორების ქსელი.
წყარო: https://is.gd/mEkvwh