1 ივლისი, 2023 წ.
დაახლოებით 250-მა ჰოლივუდელმა ვოუკისტმა „სელებრითმა“ სატელევიზიო, კინო თუ მუსიკალური ინდუსტრიიდან, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს იმ ადამიანების მიმართ მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდეს, რომლებიც ტრანსგენდერულ დღის წესრიგს არ ეთანხმებიან და მხარს არ უჭერენ ბავშვებზე გენდერული ოპერაციების ჩატარებას.
Meta-ს, YouTube-ის, TikTok-ისა და Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორებს წერილი გაუგზავნა ორგანიზაციამ „გეი და ლესბოსური ალიანსი დიფამაციის წინააღმდეგ“ (Gay & Lesbian Alliance Against Defamation (GLAAD) და „ადამიანის უფლებათა კამპანიამ“ (HRC). წერილს ხელს აწერს ასობით ცნობილი ადამიანი, მათ შორის ემი შუმერი, არიანა გრანდე, დემი ლოვატო, ჯეიმი ლი კერტისი, ჯად აპატოუ, პატრიკ სტიუარტი და სხვა მრავალი „სელებრითი“.
წერილში ნათქვამია: „მოხდა მასიური სისტემური წარუმატებლობა, რომ თქვენს პლატფორმებზე აიკრძალოს სიძულვილი, შევიწროება და ლგბტ-ს წინააღმდეგ მიმართული ზიანის მომტანი დეზინფორმაცია და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. აიკრძალოს საშიში პოსტები (კონტენტი და რეკლამა), რომლებიც ტრანსგენდერი, არაბინარული, გენდერული თვალსაზრისით შეუსაბამო ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული“.
„ეს დეზინფორმაცია და სიძულვილი, რომელიც არაადეკვატურად ზომიერია თქვენს პლატფორმებზე, დიდ როლს თამაშობს, რომ რეალურ სამყაროში ძალიან გაიზარდოს თავდასხმები და ძალადობა ტრანსგენდერებზე“.
„თქვენი პოლიტიკა და შესაბამისი აღსრულების მექანიზმი არაადეკვატურია, როდესაც საქმე ეხება საზიანო და სახიფათო ანტი ლგბტქ-კონტენტის შერბილებას. თქვენს პლატფორმებზე სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები ტრანს და ლგბტქ-მომხმარებლების დასაცავად (ჩვენც დაგვიცავით ზედმეტი აღსრულების მექანიზმისა და ცენზურისგან)“.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ „ასეთი დეზინფორმაციის შესამსუბუქებლად დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ კონკრეტული ზომები (მაგალითად, როგორც მოხდა არჩევნებსა და COVID-19-თან დაკავშირებით).
ასე რომ, ცენზურას დაექვემდებარება ყველა, ვინც ბავშვებისთვის გენიტალიების მოჭრასა და მათ სტერილიზაციას მხარს არ დაუჭერს.
ამავდროულად, Summit Ministries-ისა და McLaughlin & Associates-ის ჩატარებულმა ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა 61 პროცენტს მიაჩნია, რომ ბავშვებისთვის ტრანსგენდერიზმის, დრეგ-შოუებისა და ლგბტქ+ თემების გაცნობა მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას უშლის ხელს.