იტალიაში გამართულ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა. ბლოკის სათავეშია პარტია “იტალიის ძმები”, რომლის ლიდერია ჯორჯია მელონი.
21 ოქტომბრიდან, იტალიას პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ყავს.
მელონის გამარჯვებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მის მიერ გაცხადებული კონსერვატიული ღირებულებების გამო, ამერიკულმა გამოცემებმა მას ფაშისტი უწოდეს. CBS News – მა მელონი დიქტატორ მუსოლინისაც კი შეადარა.
მსოფლიო ოჯახურ კონგრესზე მელონის წარმოთქმული სიტყვა, სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. რატომ არის ოჯახი მტერი? რატომ არის ის ასეთი საფრთის შემცველი? იკითხა კონგრესზე ჯორჯია მელონიმ და თავადვე უპასუხა ამ კითხვას – “მხოლოდ ერთი და მარტივი პასუხია ამ კიტხვაზე, იმიტომ რომ ოჯახია ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი, სწორედ ამიტომ ოჯახი მტრად მიაჩნიათ იმ ადამიანებს, ვისაც სურს რომ არარ გვქონდეს იდენტობა და გადავიქცეთ მონებად.
მათ არ სურთ რომ ვიწოდებოდეთ, როგორც დედა, როგორც ქრისტიანი, როგორც იტალიელი, არამედ მათ უნდათ რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორც მოქალაქე იქსი, გენდერ იქსი, მშობელი 1 და მშობელი 2.
ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს იდენტობა და უნდა ვიქცეთ ნომრებად, ფესვების და წარსულის გარეშე, იმსიათვის რომ ვიყოთ ადვილად მართვადი ფინანსური გიგანტების ხელში”.