ახალი ამბები

უცნაური უკან დახევა – ლიბერალ-დემოკრატების კონგრესმენთა ჯგუფმა უკან გამოიხმო წერილი, რომლითაც ბაიდენს, პუტინთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.

0

25 ოქტომებრს 30 კონგრესმენმა აშშ-ს პრეზიდენტს წერილით მიმართა. წერილში, ლიბერალ-დემკრატების წარმომადგენლები, მოუწოდებენ ბაიდენს, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, პუტინთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.
აღნიშნულ წერილზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, ავტორებმა თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი უკან გამოიხმეს. დემოკრატების წარმომადგენელმა პრამილა ჯეიპალმა განმარტა, რომ წერილი მიმდინარე წლის 30 ივნისს შემუშავდა, მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა და დღეის მდგომარეობით არ იზიარებს მიმართვის სულისკვეთებას.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში წერილის შეუსაბამო დროს გაგზავნა რიგით თანამშრომლებს დაბრალდა.