პოლიტიკასხვადასხვა

უნგრელების სურვილი არასოდეს ყოფილა, კომუნიზმის ჩანაცვლება პოლიტკორექტულობით და ე.წ. Woke კონტრკულტურით

0

როგორც უნგრეთის იუსტიციის მინისტრი იუდით ვარგა ამობს, უნგრელები ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კომუნიზმის ნგრევის შემდეგ, უცხო ქვეყნების მიერ თავსმოხვეული რეჟიმი, ანალოგიურით ჩანაცვლდებოდა. “ჩვენ ყოველთვის გვინდოდა შინ დაბრუნება, რადგან ევროპა ნამდვილად არის ჩვენთვის მშობლიური ოჯახი. ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ თავად ოჯახი შეიცვალა ამასობაში – ამბობს იუდიტ ვარგა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში. “ჩვენ გვაიძულებენ ვიმოქმედოთ სხვისი დაწესებული დღის წესრიგით, განსაკუთრებით გენდერის და მიგრაციის საკთხებში. უნრელები თავისუფლების მოყვარე ხალხია, ისინი მიისწრაფოდნენ დამოუკიდებლობისკენ და არა ერთი რეჟიმის, მეორე რეჟიმით ჩანაცვლებისკენ. ევროკავშირში სისტემატიურად იქმნება კრიზისები, მაგრამ მათ არ სურთ გაკვეთილის გამოტანა და შეცდომების გამოსწორება. ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ეკონომიკური დოვლათის შესაქმნელად(რაც ევროკავშირის ფუნდამენტური მიზანია), ევროკავშირი ემსახურება პოლიტიკურ ამოცანებს გენდერის და მიგრაციის მიმართულებებით. ბრძოლა, რომელსაც ევროკავშირი წევრ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ეწევა, არის ბრძოლა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის. ისინი ფიქრობენ, რომ ლიბერალურ-პროგრესული შეხედულებები, რომელსაც NGO-ების მეშვეობით ავრცელებენ, სამყაროს უფრო უკეთესს გახდის, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა! ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო იქნება მშვენიერი, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იდენტობას, ტრადიციებს, ეკლესიას და ჩვენს ოჯახებს! ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ ეროვნული ინტერესების დაცვას და გვჯერა, რომ სწორედ ეს გადაგვარჩენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერ ერთობას ქმნიან ძლიერი წევრები, მაგრამ ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რომ ხდება კიდევ უფორ მეტად ცენტრალიზაცია. იუდიტ ვარგა დასძენს, რომ ევროკავშირი თავს ესხმის უნგრეთისა და პოლონეთის მთავრობებს, რომლებსაც კონსერვატიული ღირებულებები აერთიანებთ.