ახალი ამბები

რუსეთის შეიარაღებული ძალები ხერსონს ტოვებენ

0


რუსეთის არმია, ტოვებს სამხრეთ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, გადაწყვეტილება ჯარების გაყვანის შესახებ, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ მიიღო.

“შექმნილი ვითარების შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადანაცვლება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში ყოფნა უპერსპექტივოა. ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის ოპერაციებზე სხვა მიმართულებებით”, – განაცხადა სუროვიკინმა.